1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საპატრულო საქმიანობა მიმართული იყო ნაკრძალის მკაცრ დაცვაზე და დაცული ლანდშაფტის რესურსთსარგებლობის (ტყეთსარგებლობა და მიწათსარგებლობა მიწის) კონტროლზე. მკაცრი დაცვის რეჟიმი გავრცელდება კინტრიშის დაცული ტერიტორიების ნაკრძალის ტერიტორიასა და ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაზე, ხოლო რესურსთსარგებლობის კონტროლი ეროვნული პარკის ტრადიციული ზონის ფარგლებში იმოქმედებს.

2. კინტრიშის დაცული ტერიტორიები დაყოფილია 6 სარეინჯეროდ.

3. სულ დაცული ტერიტორიების პატრულირებას უზრუნველყოფს 6 რეინჯერი, დაცვის განყოფილების უფროსი და ერთი ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი. შესაბამისად თითო სარეინჯეროზე თითო რეინჯერი აკოკნტროლებს. რეინჯერების აღნიშნული რაოდენობა არ არის საკმარისი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ეფექტური პატრულირება და უკანონო ქმედებების აღმოფხვრა. განსაკუთრებით რთულია უკანონო თევზჭერის კონტროლი ამ თვალსაზრისით.

4. დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველწლიურად ამტიკებს ტერიტორიული ადმინისტრაციისთვის ამტკიცებს დაცვის სამოქმედო გეგმას. დაცული ტერიტორიების დაცვა ხორციელდება პატრულირების მეშვეობით. ყოველწლიურად ხდება არსებული პატრულირების მარშრუტების გადახედვა და საჭიროების შესაბამისად საპატრულო მარშრუტების კორექტირება.

5. მომდევნო თვის საპატრულო გეგმის შედგენა თითოეული რეინჯერისათვის ყოველი თვის ბოლოს ხდება და ადმინისტრაციის დირექტორის მიერ მტკიცდება. დგება რეინჯერთა საპატრულო სამოქმედო გეგმა-გრაფიკი, ასევე მოულოდნელი რეიდების გეგმა-გრაფიკი და რეინჯერთა სადგურზე (ცხემვანი) მორიგეობის გეგმა-გრაფიკი. საპატრულო მარშრუტების შედგენა ხდება წინა წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, გამოვლენილი სამართალდარღვევების „ცხელი წერტილების“ შეფასების საფუძველზე. Googlemap-ის გამოყენებით ხდება ელექტრონულად ინფორმაციის დატანა რუკაზე საფეხმავლო ბილიკების შესახებ (ბილიკები რუკაზე დატანილია სარეინჯეროების მიხედვით და თან ერთვის ბილიკების ზოგადი აღწერილობა). GPS ხელსაწყოს მეშვეობით შექმნილია ზუსტი საპატრულო მარშრუტების ე.წ. ტრეკები, რაც მომავალში შესაძლოა ანალიზისთვის და პატრულირების დახვეწისთვის იქნას გამოყენებული. ამ ეტაპზე ინფორმაციის სრულყოფილი ანალიზი არ ხდება.

6. ამჟამად სულ შემუშავებულია 19 საფეხმავლო, 4 სამანქანაო-საპატრულო და 4 საცხენოსნო მარშრუტი. 2017 წლის 12 თვის მდგომარეობით რეინჯერთა მიერ განხორციელებულია საფეხმავლო მარშუტებზე შემოვლა 269-ჯერ, ხოლო ადმინისტრაციის მიერ 81-ჯერ. სულ 350-ჯერ. გავლილია ფეხით 9672კმ, ავტომანქანით 6325 კმ. ცხენით 270 კმ. საერთო ჯამში გავლილი და გარბენილია 16267კმ. არსებული საპატრულო მარშრუტები ძირითადად მოიცავს დაცული ტერიტორიის ყველა ნაწილს. თუმცა ზოგიერთ მარშრუტზე მუდმივი პატრულირება გართულებულია ინტენსიური მცენარეული საფარის გამო და ზამთარში თოვლის საფარის გამო. რეინჯერებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა ზამთარში რომ აწარმოონ ტერიტორიის ინტენსიური პატრულირება.

7. პატრულირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა უმნიშვნელოა. 2017 და 2018 წლებში 4 სამართალდარღვევის ფაქტი იქნა გამოვლენილი. სამართალდარღვევების რაოდენობა შემცირებულია 2015 წელთან შედარებით (8 სამართალდარღვევის ფაქტი), თუმცა გაზრდილია 2016 წელთან შედარებით − 2 სამართალდარღვევის ფაქტი.

8. საბაზისო კვლევის მიხედვით რეკომენდირებულ იქნა ბრაკონიერობის საწინააღმდეგოდ ბრძოლის ზომების გაძლიერება. რეინჯერების მუდმივი საგუშაგოების მოწყობა საზაფხულო სადგომებთან (პერანგა, ხინო და სარბიელი), არის რეკომენდირებული. შესაძლებელია პატრულირების გაუმჯობესების მიზნით რეამოდენიმე საპატრულო ბილიკის დამატებაც. ადმინისტრაციის შეფასებით, ამ ეტაპზე დამატებითი საგუშაგოს მოწყობის საჭიროება გამოვლენილია პერანგაზე ბრაკონიერებთან ბრძოლის თვალსაზრისი