1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების პირდაპირ და არაპირდაპირი საფრთხეები მოცემულია მე-8 ცხრილში.
ცხრილი 8: სამიზნე ღირებულებების პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები
პირდაპირი საფრთხეები
არაპირდაპირი საფრთხეები
ზეგავლენის ქვეშ მყოფი ღირებულებები
საფრთხის დონე
კინტრიშის ჰესი
კერძო ინტერესები
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობა
ენერგო პოლიტიკა
მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენება და ხარვეზები დაგეგმარებისას
ბუნების დაცვის ინიციატივების ნაკლებ პრიორიტეტულობა
მდინარეები და შენაკადები
თევზი: მდინარის კალმახი (Salmo fario trutta);
წავი (Lutra lutra);
ანადრომული თევზის სახეობები: შავი ზღვის ორაგული (Salmo labrax)
უხერხემლოები
მაღალი
სტრესი:
თევზების მიგრაციისა და გამრავლებაზე უარყოფითი ზემოქმედება, ლიფსიტების განადგურება მილსადენებში, რეზერვუართან დაცული ტერიტორიის შესასვლელში მდინარეში წყალმცირობა, თევზსავალი რომელიც ხელს უშლის თევზის მიგრაციას (შეინიშნება კალმახის მდგომარეობის გაუარესება), ასევე დინების სიჩქარე და ხარჯი მცირეა და ვერ უზრუნველყოფს თევზის სახეობების მიგრაციას.
თევზის შემცირების გამო წავის საბინადრო გარემოს (ჰაბიტატის) გაუარესება და მათი რაოდენობის შემცირება
კლიმატის ცვლილება
გლობალურად სათბური გაზების გამოყოფა (აღნიშნული საკითხების გადაჭრა სცილდება მენეჯმენტის გეგმის ფარგლებს)
სუბ-ალპური ჰაბიტატები (ზეწოლა: ფართობის შემცირება, ტყის ზედა საზღვრის გადაადგილების გამო)
ტყის სახეობები:
წაბლი (Castanea sativa Mill) დაავადების გამომწვევები: წაბლის კიბო (Cryphonectria parasitica Murr.Barr) და წაბლის მენაღმე ჩრჩილი(Cameraria ohridella Deschka & Dimic.).
კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.) დაავადების გამომწვევი ბზის ალურა (Cydalima perspeqali Walker.) და ბზის სიდამწვრე (Cylindrocladium buxicola Henricot.).
აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky) დაავადების გამომწვევი ნამდვილი აბედა სოკო(Fomes fomenterius Gill.).
(სტრესი: მეტად გახშირებული დაავადებები და ინვაზიური სახეობების გავრცელება)
მდინარე და ლიტორალური ჰაბიტატები (სტრესი: სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ფიზიკური ზარალი)
საშუალო
უკანონო თევზჭერა
სამოყვარულო თევზაობის ინტერესი
კანონდარღვევების გამოვლენისთვის არსებული ბარიერები (მოძველებული ტექნიკა კანონდარღვევის დასაფიქსირებლად, არასაკმარისი რაოდენობის რეინჯერები)
ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა
თევზე, როგორც საკვებ პროდუქტზე მოთხოვნილების გაზრდა ადგილობრივ მოსახლეობაში
ტურისტული ბიზნესის განვითარებასთნ ერთდ თევზზე კომერციული ინტერესის
მდინარის კალმახი (Salmo trutta fario)
წავი (Lutra lutra)
თევზის შემცირების გამო წავის საბინადრო გარემოს (ჰაბიტატის) გაუარესება და მათი რაოდენობის შემცირება
საშუალო
უკანონო ჭრები
სამასალე მერქანზე მოთხოვნა ადგილობრივ მოსახლეობაში (პოტენციურიად გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობის ზრდასთან ერთად)
ვიზიტორების რაოდენობის გაზდა
ადვილად ხელმისაწვდომი მერქანი (ადგილმდებაროების გამო)
საინფორმაციო ნიშნების ნაკლებობა
არსებული ბარიერები კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად:
მოძველებული საკომუნიკაციო საშუალებები (მოძველებული რაციები, სუსტი მობილური კავშირი, ფოტოხაფანგების ნაკლებობა, ა.შ.)
პატრულირების სქემის განახლება დაცული ტერიტორიების კატეგორიების ცვლილებასთან დაკავშირებით (პოტენციურად).
ენდემური და გლობალურად საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეული სახეობები:
წაბლი (Castanea sativa Mill), კაკალი (Juglans regia L.), აღმოსავლური წიფელი (Fagus orientalis Lipsky
საშუალო
უკანონო ნადირობა
ინტერესი მეზობელი რეგიონებიდან სამოყვარულო ნადირობაზე
კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასა და მტაცებლებს შორის, კერძოდ მურა დათვთთან.
არსებული ბარიერები კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად:
მოძველებული საკომუნიკაციო საშუალებები (მოძველებული რაციები, სუსტი მობილური კავშირი, ფოტოხაფანგების ნაკლებობა, ა.შ.)
გადაადგილების საშუალებების ნაკლებობა მიუწვდომელ ადგილებზე დროულად მიღწევის მიზნით (კვადროციკლები)
საინფორმაციო დაფებისა და ნიშნების ნაკლებობა
ხორცზე მოთხოვნა
არჩვი (Rupicapra rupicapra), მურა დათვი (Ursus actors), კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi);
საშუალო
დანაგვიანება ვიზიტორებისა და ადგილობრივების მხრიდან
ნარჩენების მართვის სისტემის გაუმართავობა (მუნიციპალურ დონეზე)
ნარჩენების მართვის გეგმის საჭიროება კინტრიშის დაცული ტერიტორიისთვის
ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა
ვიზიტორთა დაბალი ცნობიერება
საინფორმაციო ნიშნების ნაკლებობა
სადამკვირვებლო ტექნიკის ნაკლებობა
ტყის და სუბალპური ჰაბიტატები ტურისტული ბილიკების გასწვრივ, მდინარის სანაპიროები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.
(დანაგვიანებამ შესაძლებელია მოახდინოს ხანძრების პროვოცირება).
დაბალი
ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა
დაცული ტერიტორიის გაუმჯობესებული მისაწვდომობა (გზის რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი)
ვიზიტორებისთვის სერვისებისა და პროდუქტების დივერსიფიკაცია
პოპულარობის გაზრდა
ვიზიტორების მენეჯმენტისას არ ხდება საკმარისად ვიზიტორებისა და ღირებულებების გათვალისწინება
ყველა ძირითადი ღირებულება
საშუალო
სტრესი
ჰაბიტატებზე ზეგავლენა
სახეობებზე ზეგავლენა
დანაგვიანება
ხანძრები
პოტენციური საფრთხეები
ტყის ზედა საზღვარზე ძოვება
პირუტყვის რაოდენობის ზრდა
ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა
ადგილობრივ პროდუქტზე მოთხოვნილების ზრდა
სუბალპური მდელოები და ტყე, ტყის ზედა საზღვარი
დაბალი
ინვაზიური სახეობები
(მაგალითად: . ფსევდოაკაცია -Robinia pseudoacacia Linne and ჩინური ხემყრალი -Ailanthus altissima Mill, Hemarthria altissimah (Poir.) Stapf. & C. E. Hubb.,პასპალუმი - Paspalum dilatatum Poir.,სპირეა -Spiraea japónica L.f,აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys)
ინვაზიური ცხოველები − მავნებელი მწერები: ბზის ალურა − Cydalima perspectalis, ექვსკბილა ქერქიჭამია − Ips sexdentatus, კენწეროს ქერქიჭამია − Ips acuminatus
კლიმატის ცვლილება
არსებულ სახეობებზე დაავადებების გავრცელება
ინვაზიურ სახეობებსა და მათი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის დეფიციტი
ადამიანის ზემოქმედება
ძირითადი ტყის ჰაბიტატები და მდელოები
დაბალი
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება (პარკის მიმდებარე ტერიტორიებზე)
ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა
კერძო ინტერესები
ეკონომიკური ინიციატივები
ჰაბიტატების ფრაგმენტაცია
ხმაური
მცენარეული სახეობები
დაბინძურება
საშუალო
არსებული მიწების სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება
პირუტყვის რაოდენობის ზრდა
ვიზიტორთა რაოდენობის ზრდ
ადგილობრივ პროდუქტზე მოთხოვნილების ზრდა
სუბ-ალპური მდელოები
დაბალი
2. სხვა ღირებულებების საფრთეები: საფრთხეები გეოლოგიურ დ კულტურულ ღირებულებებზე შესაძლოა გამოიწვიოს ვიზიტორთა გაზრდილმა რაოდენობამ, ინფრასტრუქტურის განვითარებამ, კლიმატის ცვლილებამ და ეროზიამ. ამ ეტაპზე, კულტურული ძეგლები ცუდ მდგომარეობაშია მოუვლელობის შედეგად.
3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ეკოსაგანმანათლებლო, ეკოტურისტულ და მთლიანად სოცალურ-ეკონომიკურ ღირებულებებთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების საფრთხეებად მოიაზრება ის საფრთხეები, რომლებიც გავლენას ახდენს ეკოსისტემების შესაძლებლობებზე, რომელიც საჭიროა ეკოსისტემური სერვისების მიწოდებისთვის, რომელიც იცავს ამ ღირებულებებს, ანუ ცხრილ 8-ში ჩამოთვლილი საფრთხეებ