1. კინტრიშის ადმინისტრაცია განთავსებულია ქ. ქობულეთში, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში. საგამოფენო ინერაქტიული დარბაზი განთავსებულია პირველ სართულზე. ადმინისტრაცია აღნიშნულ შენობაში გადმოვიდა 2018-წლიდან. შენობის სარემონტო სამუშაოები SPPA-ის მიერ დაფინანსებულ იქნა. შენობა თანამედროვეა. მისი განლაგება ქობულეთში მნიშვნელოვანია ვიზიტორთა მოზიდვის თვალსაზრისით, თუმცა უშუალოდ კინტრიშის დაცული ტერიტორიებიდან დაშორება შესაძლებელია გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნიდეს ვიზიტორებს (ლოგისტიკური გამოწვევა).
2. არის 1 სარეინჯერო კინტრიშის დაცული ტერიტორიების შესასვლელში (ცხემვანი) მას ორი ფუნქცია აქვს – როგორც რეინჯერთა საგუშაგო, ასევე ვიზიტორთა თავშესაფარი, რაც არასწორია და მომსვლელ ტურისტებს ღამისთევისას უქმნის დისკომფორტს. სასურველია 1 ახალი სარეინჯეროს გაკეთება იქვე გვერდით. საჭიროა მთა სარბიელაზე ტურიეტული თავშესაფრის გაკეთება, რომელიც გაანგარიშებული იქნება 12-15 ადამიანის ღამისგასათევად.
3. ადმინისტრაციას არ გააჩნია სრულფასოვანი დაცვის და ტურისტული საველე ინფრასტრუქტურა. აღჭურვილობა შემოიფარგლება მხოლოდ საველე ზურგჩანთებით, დაბალი ხარისხის ფანრებთი, რაციებით. არსებული საჭიროებებისი შეფასების მიხედვით, საჭიროებებს.სასურველია შეძენილ იქნას ფოტოაპარატები, საველე დანები, ნაჯახები, მაღალი ხარისხის ფანრები, ჭოგრიტები, უნიფორმა.
4. ადმინისტრაციას გააჩნია 3 (სამი) მაღალი გამავლობის ავტომანქანა. 2 ცალი მისტუბიშის და 1 (ერთი) ტოიოტა ჰაილუქსი მარკის ავტომანქანა. აქედან 1 (ერთი) როგორც პატრულირების განსახორციელებლად, ასევე საგუშაგოებზე ცვლაში ემსახურება მორიგე რეინჯერებ