1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მომხმარება უმნიშვნელოა, რაც ერთი მხრივ 1954 წლიდან არსებული მკაცრი დაცვის რეჟიმმა, ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივი მოსახლეობის სიმწირემ განაპირობა.

2. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მერქნულ და არამერქნულ რესუსრსს იყენებს პირადი მოხმარებისთვის. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემების მიხედვით კანონიერად გაიცემა ძირითადად საშეშე მერქანი, ძირითადად 25-დან 60 კუბ მ-დე ოდენობით წელიწადში. ზოგ შემთხვევაში, ვერ ხდება გამოყოფილი მერქნის სრულად ათვისება მუდმივი მოსახლეობის სიმირის გამო. საშეშე მერქნის გამოყენების არსებული სქემა მდგრადია.

3. ტრადიციულად მოიხმარს მოსახლეობა არამექნულ რესურსებს, კერძოდ მოსახლეობა აგროვებს კაკალს, წაბლს, ჯონჯოლს, კენკრას და ბალახოვნებს. არ არის შეფასებული მათი მარაგები და არ არის დადგენილი მოხმარების კვოტები. თუმცა კინტრიშის ადმინისტრაციის შეფასების მიხედვით, ამ ეტაპზე არ ვლინდება აღნიშნული რესურსის გადაჭარბებული გამოყენება.

4. კინტრიშის ხეობის მოსახლეობისთვის ტრადიციულია მეფუტკრეობა. სკების რაოდენონა ტრადიციული მოხმარების ზონაში 500 სკას აღწევს და არ იწვევს რაიმე უარყოფით ზეგავლენას.

5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის აღრიცხვა 25 წლის წინ, 1994 წელს მოხდა (მონაცემებით (კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციის და განვითარების პროექტი, ტომი I, წიგნი I, ახსნა-განმარტებითი ბარათი, 1994), რომლის მიხედვითაც კინტრიშის დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის საერთო ფართობია 13350 ჰა, რაც დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართობის (13893 ჰა) 96.1%-ია. აქედან ტყით დაფარული ფართობია 12840 ჰა. 3.6 %, ანუ 496 ჰა ტყით დაუფარავია; აქედან, 2.2 %, ანუ 298 ჰა მეჩხერ კორომებს უკავიათ და 1.4% ანუ 198 ჰა ველობებს. განახლებული ინფორმაციის არქონა ართულებს ტყის ეკოსისტემები მონიტორინგს, და საშეშე მერქნის შესაბამისი კვოტების დადგენას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კინტრიშის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში რესურსის მდგრადი მოხმარება.

6. არასატყეო ფართობებიდან საერთო ფართობის 2%, ანუ 280 ჰა უკავია სახმარ ფართობებს, მათ შორის სათიბებს 29 ჰა, ანუ 0.2%; საძოვრებს 247 ჰა ანუ 1.8%. ამჟამად, საძოვრები არ გამოიყენება ინტენსიურად. მოსახლეობას მცირე რაოდენობის საქონელი ჰყავს, რომელიც არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ეკოსისტემებზე.

7. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე მოსალოდნელია ბუნებრივი რესურსების მოხმარების გაზრდა ვიზიტორების ზრდასთან ერთად, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს აღნიშნული რესურსების არამდგრადი მოხმარება. ამ მხირვ, მნიშნველოვანია ვიზიტორთა ეფექტური მართვა და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ეფექტური კონტროლი, არსებული საფრთხეების ჯეროვანი მონიტორინგის გზით.

8. სოფელ ხინოსთან არის კირქვისა და თიხის მარაგები. თუმცა არსებული რესურსი არ გამოიყენება დაცული ტერიტორიის ფარგლებში 20-25 წელია.

9. მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მდინარის ფაუნას, ახლადაშენებული კინტრიშის ჰესი, რომელიც დაცული ტერიტორიის ქვედა საზღვართან მდებარეობს. ჰესის აშენების შემდგომ კალმახისა და ორაგული პოპულაციის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ზაფულის პერიოდი, როცა მდინარეში მხოლოდ ჩამონადენის 10% რჩება, რაც არახელსაყრელ პირობებს ქმნის თევზების მიგრაციისა და გამრავლებისთვის. შესასწავლია თევზავალი, რომელიც არ არის სათანადოდ მოწყობილი და ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი სახეობების გადაადგილება