1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებები ესადაგება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო სტრატეგიის ზოგად მიმართულებებს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას, რათა უზრუნველყოს დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური პირობების შენარჩუნება.
2. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ატარებს ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებს სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომლებიც, ძირითადად, სკოლებს და უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებებს ფარავს. სხვა სამიზნე ჯგუფები არ არიან სრულყოფილად დაფარული. საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს, ძირითადად, ლექციებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს.
3. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის კადრი, რომელიც პასუხისმგებელია ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაზე. როგორც წესი, ვიზიტორთა სპეციალისტი ან ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი ითავსებს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობას.
4. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ეწყობა ეკობანაკები, ეკოტურები და სხვადასხვა ტიპის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება. ჩვეულებრივ, ეს ქმედებები დონორული მხარდაჭერით ფინანსდება და ერთჯერადი სახე აქვს. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე არ არის მოწყობილი ეკოსაგანმანათლებლო ანუ შემეცნებითი ბილიკი, რომლის მარშრუტზე, ბილიკის შედარებით მცირე მონაკვეთზე წარმოდგენილი იქნებოდა სხვადასხვა მცენარეთა იშვიათი თანასაზოგადოება.
5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იგი ხელს უწყობს დაცული ტერიტორიის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას, ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობასა და ცნობიერებას დაცული ტერიტორიების შესახებ, რაც განაპირობებს საზოგადოების ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარებაში და ზრდის ადმინისტრაციის მენეჯმენტის ეფექტურობას.
6. საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება ცენტრალიზებულად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ჩართულობით.
7. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საკომუნიკაციო საქმიანობა მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს. კომუნიკაცია მოსახლეობასთან ძირითადად პირდაპირი კონტაქტით, ზეპირი ფორმით ხდება საკმაოდ ინტენსიურად, ყოველდღიური მუშაობის პროცესში. თუმცა სპეციალურად რაიმე საკითხზე ინფორმირების მიზნით შეხვედრები შედარებით ნაკლებად ეწყობა. კინტრიშის ხეობის მოსახლეობის ცნობიერების დონე საკმაოდ მაღალია დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების შესახებ, რასაც ხელი შეუწყო დაცული ტერიტორიის არსებობის ხანგრძლივობამ და მკაცრმა დაცვის რეჟიმმა.
8. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი. პერიოდულად სიახლეების, ფოტოებისა და ვიდეო მასალის გავრცელება ხორციელდება სოციალური ქსელის საშუალებით, სადაც კინტრიშის ადმინისტრაციას აქვს მისთვის განკუთვნილი გვერდი https://www.facebook.com/kintrishi/.
9. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ამზადებს წლიურ ანგარიშს (“ბუნების მატიანე”), რომელიც ძირითადად ელექტრონული ფორმატით მზადდება და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ანგარიშგებისათვის გამოიყენება, ხოლო მოსახლეობას რაიმე სახით ან ფორმით არ მიეწოდება.
10. დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ დაცული ტერიტორიის შესასვლელთან მოქმედი რეინჯერთა/ვიზიტორთა თავშესაფარიდან და ქობულეთში არსებული კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობაში განთავსებული კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან.
11. კინტრიშის დაცული ტერიტორიებისთვის 2016 წელს შემუშავდა კინტრიშის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია, გააუმჯობესოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ცნობადობა, აამაღლოს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფში საზოგადოების ცნობიერება და გააღრმავოს დაცული ტერიტორიებისადმი პოზიტიური განწყობა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდა