1. SPPA საქართველოს დახმარებით შექმნილია და ფუნქციონირებს კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, რომელიც დონორის მიერ დაფინანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პროექტების ახორციელებს და მხარს უჭერს სხვადასხვა ადგილობრივ ჯგუფებს. მეგობართა ასოციაციის მირ ჩატარდა სოციალური დახმარებისა და სასოფლო სამეურნეო უნარ ჩვევების ტრენინგები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რაც უწყობს ხელს მოსახლეობასა და პარკის ადმინისტრაციას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, და საკუთრების განცდის გაძლიერებას ადგილობრივ მოსახელობაში. ამავდროულად, კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია ახლად შექმნილი ორგანიზაციაა და საჭიროებს შემდგომში ორგანიზაციულ განვითარებას, შესაძლებლობათა გაძლიერებას და წევრების მოზიდვას.
2. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში შეიქმნა კინტრიშის დაცული ტერიტორიების რეგიონული მრჩეველთა საბჭო, რომელშიც შედიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თემის ლიდერები. საბჭო მონაწილეობს დაცული ტერიტორიების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, მიმდებარე დასახლებების სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამაღლების მიზნით და ეცნობა ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობას. შესაბამისად ეს საბჭო წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს კინტრიშის დაცულ ტერიტორიებსა და დაცული ტერიტორიების მახლობლად არსებულ ინსტიტუტებსა თუ დაინტერესებულ მხარეთა შორის.
3. ასევე კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას გააჩნია საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭო, რომლის შემადგენლობა განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. საბჭოს წევრების შემადგენლობა საჭიროებს განახლება