1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში ვიზიტორთა გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ კინტრიშის ეროვნული პარკის ფარგლებში. კინტრიშის ნაკრძალში მკაცრი დაცვის რეჟიმის გამო ვიზიტორები არ დაიშვებიან და შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით წინასწარ დაცულ ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. ამჟამად ვიზიტორთა წლიური ოდენობა არ არის მაღალი, თუმცა შეინიშნება ვიზიტორთა მუდმივი ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, ვიზიტორთა რიცხვმა შესაძლოა მიაღწიოს იმ ზღვრულ დონეს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებების ერთიანობას პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეების მეშვეობით. შესაბამისად მნიშვნელოვანია ვიზიტორებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვა და საფრთხეების მონიტორინგი რათა დაცულ იქნას კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებები.

3. არსებული სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორთა 70% საქართველოს მოქალაქეა. კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე შემოსულ უცხოელ ვიზიტორთაგან, უმეტესობას რუსი და უკრაინელი ტურისტები წარმოადგენენ. შესაბამისად, კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში ვიზიტორთათვის დაგეგმილი აქტივობები და საინტერპრეტაციო ქმედებები უნდა გათვლილი იყოს ქართველ და უცხოელ ვიზიტორებზე.

4. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით ბოლო წლებში იმატა მსურველთა რაოდენობამ ისარგებლოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურებით და ეწვიოს დაცულ ტერიტორიებს. თუმცა გაუმართავი ინფრასტრუქტურა (მისასვლელი გზა, საინფორმაციო ნიშნები, საპირფარეშოები, ა.შ) წარმოადგენს ბარიერს ტურიზმის განვითარებისთვის და შესაბამისად ვერ ხერხდება არსებული ტურისტული სერვისებიდან შესაბამისი შემოსავლის მიღება.

5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ უნდა იმუშავოს ტურისტული სერვისების გადახალისებაზე და დივერსიფიკაციაზე.

კინტრშის დაცულ ტერიტორიებს გააჩნია საკმაოდ დიდი ეკოტურისტული პოტენციალი. სამომავლოდ შესაძლებელია ახალი ეკოტურისტული სერვისების დანერგვა, როგორიცაა მაგალითად „Fly-Fishing