1. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში არის ორი განყოფილება: ადმინისტრაციული და დაცვის განყოფილება. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გამოყოფილია სულ 11 საშტატო ერთეული, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციის დირექტორის, ბუღალტერის, ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტის, დაცვის განყოფილების უფროსის, ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტისა და 6 რეინჯერის პოზიციებით. უნდა აღინიშნოს, რომ კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში საჭროა დამატებით 2 თანამშრომლის (რეინჯერი) დამატება.
2. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებში შედის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ორგანიზაციული საკითხების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება.
3. დაცვის განყოფილების თანამშრომლების ძირითად ფუნქციებში შედის, ტერიტორიის ფიზიკური დაცვა, პატრულირება, ბუნებრივი რესურსების გამოყენების მონიტორინგი ლანდშაფტის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, კონსერვაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და მოსახლეობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა და ცნობიერების ამაღლება.
4. რეინჯერები პასუხისმგებელნი არიან არა მარტო კანონაღსრულებაზე და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგზე, არამედ ჩართულნი არიან ტერიტორიის დასუფთავებასა და ვიზიტორებთან ურთიერთობაში.
5. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია დაფინანსებას ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. შემოსავლის დამატებით წყაროს ვიზიტორთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალია (მაგ. ვიზიტორთა ცენტრიდან, საკემპინგე ადგილების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, და ა.შ.). ამავდროულად, 2017 წლიდან კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ ხორციელდება სახელფასო დანამატის გაცემა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, რამაც გარკვეულწილად შეუწყო ხელი არსებული კადრების შენარჩუნებას სისტემაში. კინტრიშის დაცული ტერიტორიები იღებს დონორულ დახმარებას (ასე მაგ., SPPA-დან, გაერო), რაც მოსალოდნელია, მომავალშიც გაგრძელდება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის არ მომხდარა დაფინანსების დეფიციტის ანალიზი, მიუხედავად იმისა, რომ კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია თვლის, რომ დაფინანსების სიმწირე დაცული ტერიტორიის ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
6. ადმინისტრაციის თანამშრომლებს გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და უნარები (სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება), თუმცა შემდგომი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება. ცხრილ 9-ში ჩამოთვლილია ძირითადი მიმართულებები კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ცხრილი 9: კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოვლენილი ძირითადი მიმართულებების ნუსხა კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის
მიმართულება
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და კონსერვაცია
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი/საველე ტექნიკის მოხმარება
ინვაზიური სახეობების მონიტორინგი
ფიტოპათოლოგიური დაავადებების მონიტორინგი
ტყის ინვენტარიზაცია
ტურიზმის მენეჯმენტი/საზოგადოებასთან ურთიერთობა
ტურისტების მართვა
ტურისტული სერვისები და აღრიცხვის მეთოდები
კომუნიკაცია
პროექტების მართვა
საპროექტო წინადადებების შემუშავება
დაფინანსების მოზიდვის მეთოდები
კომპუტერული პროგრამები
GIS, MS Word, Excel, Access, Power point, Tripple I, et