კინტრიშის დაცული ტერიტორიები ხელს უწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ხდება ბუნებრივი რესურსების „არამომხმარებლურ“ გამოყენებაზე დაფუძნებული ალტერნატიული შემოსავლების (მაგ. წარმატებით ვითარდება ბუნებაზე ორიენტირებული ტურიზმი) ხელშეწყობა და განვითარება, რაც ამცირებს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას ბუნებრივ რესურსებზ