ადგილობრივ მოსახლეობას სრულად აქვს გაცნობიერებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა. დაცული ტერიტორიები ხელს უწყობს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობას ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობის გზით. ამასთან, ადგილობრივი თემებისთვის ქმნის ბუნებრივი რესურსების არამომხმარებლურ გამოყენებაზე დაფუძნებულ შემოსავლის ალტერნატიულ წყაროებს (მაგ.: ეკოტურიზმი), რაც ამცირებს მათ დამოკიდებულებას დაცული ტერიტორიების ბუნებრივ რესურსებზ