1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები მოცემულია მე-3 ცხრილში.
ცხრილი 3: სამიზნე ღირებულებების პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები
პირდაპირი საფრთხე
განმაპირობებელი ფაქტორები
ზეგავლენის ქვეშ მყოფი ღირებულებები
დანაგვიანება (მუნიციპალური, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობიდან)
მწყემსების მიერ მდინარეებში მკვდარი ცხოველების და მატყლის ჩაყრა;
საყოფაცხოვრებო ნარჩენები;
გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე;
ტურიზმი (ნარჩენები, ტუალეტები);
სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების გამოყენება / შეწამვლა .
მტკნარი წყლები (მდინარეები, ტბები, წყაროები)
ალპური და სუბალპური მდელოები
კეთილშობილი ირემი
ტყის ეკოსისტემები: წიფლის და ფართოფოთლოვანი ტყეები
კლიმატის ცვლილება -მომატებული ტემპერატურა, ჰაბიტატების ცვლილება, მავნებელთა და დაავადებათა გააქტიურება, ბუნებრივი არასისტემური მოვლენების გახშირება.
გლობალურად სათბური გაზების გამოყოფა (გამოწვეული ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, სხვა საჭიროებებიდან) (აღნიშნული საკითხის გადაჭრა სცილდება მენეჯმენტის გეგმის ფარგლებს).
ყველა ფასეულობა
დაზიანება
წყალაღება;
ხე-ტყის ჭრა;
ტურიზმი (ვიზიტორების მიერ დაზიანება);
ფრინველთა ბუდეების დაზიანება ცხვრის და ძაღლების მიერ;
გადაჭარბებული და უსისტემო ძოვება.
ტყის ეკოსისტემები: წიფლის და ფართოფოთლოვანი ტყეები
დენდროლოგიური პარკი
ალპური და სუბალპური მდელოები
კავკასიური როჭო
კეთილშობილი ირემი
არჩვი
შეშფოთება (ხმაური, ვიზიტორთა ჯგუფები, სხვ.)
ტურიზმი;
ტყეკაფების ათვისების დროს გამოწვეული ხმაური;
საძოვრებზე საქონლის გადარეკვა/ ძაღლები;
ინფრასტრუქტული პროექტები დაცული ტერიტორიების შიგნით და მიმდებარედ;
მოსახლეობის მიერ არამერქნული რესურსების მოხმარება;
კონფლიქტი ადამიანსა და მტაცებელს შორის (მეცხვარეებსა და მურა დათვს, ფოცხვერს შორის);
ნადირობა.
დათვი
ფოცხვერი
არჩვი
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი
კეთილშობილი ირემი
კავკასიური როჭო
ინვაზიური სახეობები
- სუქცესიური პროცესები;
- კლიმატის ცვლილება.
ტყის ეკოსისტემები: წიფლის და ფართოფოთლოვანი ტყეები
ტყის მავნებლები და დაავადებები (მურყნის ფოთოლჭამია (Agelastica alni), მუხის ფოთოლხვევია (Altica quercetorum), რკოს ცხვირგრძელა (Curculio grandium), ირემა ხოჭო (Lucanus cervus), ამიერკავკასიის მაისის ღრაჭა (Melolontha pectoralis), ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა (Polyphyla olivieri), მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი (Tischeria complanella), ვაშლის ნაყოფჭამია (Cydua pomonella), ოქროკუდა (Euproctis phaeorrhea), არაფარდი პარკიხვევია (Lymantria dispar), წიფლის შკალა (Cryptococcus fagisuga).
კლიმატის ცვლილება;
ტურიზმი (ადამიანის მიერ დაავადებების გადატანა).
ტყის ეკოსისტემები: წიფლის და ფართოფოთლოვანი ტყეები
არალეგალური ჭრა
საშეშე და სამასალე მერქნის საჭიროება მოსახლეობისათვის;
გარემოცდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე;
ადმინისტრაციის არასაკმარისი რესურსი;
ადმინისტრაციის არასაკმარისი აღჭურვილობა;
- დარღვევებზე არასათანადო რეაგირება.
ტყის ეკოსისტემები: წიფლის და ფართოფოთლოვანი ტყეები
ბრაკონიერობა
(ნადირობა / არალეგალური თევზაობა)
დერივატებზე გაზრდილი მოთხოვნა (დათვის ხორცი, ქონი, ნაღველა, ტყავი, რქები);
სატროფეო ნადირობა;
ნადირობის ტრადიცია;
გარემოცდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე;
ადმინისტრაციის არასაკმარისი რესურსი;
ადმინისტრაციის არასაკმარისი აღჭურვილობა;
დარღვევებზე არასათანადო რეაგირება;
რეინჯერების არასაკმარისი კვალიფიკაცია;
რეინჯერების წახალისების ეფექტური სისტემის არ არსებობა.
დათვი
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი
კეთილშობილი ირემი
არჩვი
ეპიზოოტური დაავადებები
შინაური პირუტყვის გადაადგილება;
პირუტყვის ვაქცინაციის არასრულყოფილად განხორციელება;
საზიარო საძოვარი გარეულ ჩლიქოსნებთან.
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი
კეთილშობილი ირემი
არჩვი
ძოვება
პირუტყვის გადარეკვა;
ტყეში ძოვება;
არარეგულირებადი ძოვება;
მეცხვარეობის გაძღოლის ტრადიციული პრაქტიკის მოშლა;
მესაქონლეების/მეცხვარეების არასაკმარისი ცოდნა საძოვრების მართვასთან დაკავშირებით;
საძოვრების მდგომარეობის მონიტორინგის სისტემის არარსებობა;
აღსრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები (ადმინისტრაციის შეზღუდული შესაძლებლობები, განსაკუთრებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის კუთხით).
არჩვი
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი
კეთილშობილი ირემი
კავკასიური როჭო
ალპური და სუბალპური მდელოები
ტყის ეკოსისტემები: წიფლის და ფართოფოთლოვანი ტყეები.
ხანძრები
საძოვრების გადაწვის პრაქტიკა;
გარემოსდაცვითი ცნობიერების დაბალი დონე;
კლიმატის ცვლილება,ალპური და სუბალპური მდელოები.
ტყის ეკოსისტემები: წიფლის და ფართოფოთლოვანი ტყეები.
კავკასიური როჭო.
დაბალი
მაღალი
საშუალო
ძალიან მაღალი
2. სხვა ღირებულებების საფრთხეები: კულტურულ ღირებულებებზე საფრთხეები შესაძლოა გამოიწვიოს ვიზიტორთა გაზრდილმა რაოდენობამ/დაზიანებამ, ინფრასტრუქტურის განვითარებამ, ე.წ. შავმა არქეოლოგიამ, სტიქიურმა მოვლენებმა, კლიმატის ცვლილებამ და ეროზიამ, რისთვისაც შესაძლებლობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს აღნიშნული საფრთხეების პრევენცია/აღკვეთა, საიფორმაციო ბანერების განთავსება და სხვა.
3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეკოსაგანმანათლებლო, ეკოტურისტულ და მთლიანად ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების საფრთხეებად მოიაზრება ის საფრთხეები, რომელიც გავლენას ახდენს ეკოსისტემების შესაძლებლობებზე და საბოლოო ჯამში, ეკოსისტემური სერვისების მიწოდებაზე (ცხრილი №3