1. გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა SPPA-საქართველოს მხარდაჭერით 2014 წელს შემუშავდა სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია.
2. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებში შედის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ორგანიზაციული საკითხების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება.
3. დაცვის განყოფილების თანამშრომლების ძირითად ფუნქციებში შედის ტერიტორიის ფიზიკური დაცვა, პატრულირება და კანონაღსრულება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და კონსერვაციულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობენ სასაზღვრო პოლიციასთან.
4. რეინჯერები პასუხისმგებელნი არიან არა მარტო კანონაღსრულებაზე და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგზე, არამედ ჩართულები არიან ტერიტორიის დასუფთავებასა და ვიზიტორებთან ურთიერთობაში.
5. თანამშრომლების ნაწილს გააჩნიათ ადმინისტრაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2019-2021 წლებში ადმინისტრაციის თანამშრომლებს გავლილი აქვთ შემდეგი ტრენინგები: დაცული ტერიტორიების მმართველობა და მართვა, კანონაღსრულება, სახანძრო უსაფრთხოება, GPS და ფოტომახეების გამოყენება, საფეხმავლო ბილიკების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია, ტურიზმი და მარკეტინგი, ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, გარემოსდაცვითი განათლება და ეფექტური კომუნიკაცია, ეკო-განათლება და ინტერპრეტაცია (ვიზიტორთა მომსახურებისა და ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებისთვის), პროექტების წერა და ფონდების მოძიება, ბუღალტერია და ფინანსების მართვა და სხვა. შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით საჭიროა დამატებით სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, რომელსაც პერმანენტული ხასიათი უნდა ჰქონდეს.
6. 2020 წელს საკონსულტაციო კომპანია PMO Business Consulting-მა CNF-ის დაკვეთით მოამზადა საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობების შეფასების დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია ტერიტორიული ადმინისტრაციების როლის გაძლიერების საკითხი ადამიანური რესურსების მართვაში და შეიმუშავა რეკომენდაციები მათი უნარების და კომპეტენციების განვითარებაზ