1. ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებების მდგომარეობა: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების ღირებულებები განისაზღვრა მე-16 მუხლით. მდგომარეობის ატრიბუტები (მახასიათებლები) განისაზღვრა თითოეული ძირითადი ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების ღირებულებისთვის და მაქსიმალურად შეგროვდა ინფორმაცია არსებული სიტუაციის შესახებ (ცხრილი 2). თუმცა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია არ ფლობს სრულყოფილ და განახლებულ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულების მდგომარეობის შესახებ.
ცხრილი 2: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი ბიომრავალფეროვნების ღირებულებები და შესაბამისი ატრიბუტების არსებული მდგომარეობა
ღირებულება
მდგომარეობის ატრიბუტი
არსებული მდგომარეობა
ტყის ეკოსისტემები: წიფლის და ფართოფოთლოვანი ტყეები
ტყის ფართობი (ჰა)
გავრცელებულია 500 მ-დან 1,850-მდე ზ.დ.-დან.
2020 წლის მონაცემების მიხედვით, მთლიანი ტყის ფართობი შეადგენს 15,750 ჰა-ს. აქედან ფოთლოვანი ტყის ფართობი ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში შეადგენს დაახლოებით 13,750 ჰა-ს, აღკვეთილში – 2,000 ჰა-ს.
სტანდარტული კორომის მახასიათებლები:
განახლებული ტყის ინვენტარიზაციის მონაცემები არ არსებობს.
წიფლნარი – 10,800 ჰა; რცხილნარი 1,840 ჰა, მუხნარი – 450 ჰა; მაღალმთის ნეკერჩხალი – 230 ჰა.
ძირითადი სახეობების არსებობა:
აღმოსავლური წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, ქართული მუხა, მაღალმთის მუხა.
ფიტო და ენტო მავნებლების და დაავადებების არსებობა
მურყნის ფოთოლჭამია (Agelastica alni), მუხის ფოთოლხვევია (Altica quercetorum), რკოს ცხვირგრძელა (Curculio grandium), ირემა ხოჭო (Lucanus cervus), ამიერკავკასიის მაისის ღრაჭა (Melolontha pectoralis), ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა (Polyphyla olivieri), მუხის ერთფეროვანი ჩრჩილი (Tischeria complanella), ვაშლის ნაყოფჭამია (Cydua pomonella), ოქროკუდა (Euproctis phaeorrhea), არაფარდი პარკიხვევია (Lymantria dispar), წიფლის შკალა (Cryptococcus fagisuga).
ალპური და სუბალპური მდელოები
ფართობი (ჰა)
ლაგოდეხის აღკვეთილის ალპური და სუბალპური ზონები ინტენსიურად გამოიყენება ზაფხულის საძოვრებად. საძოვრები ძირითადად მდებარეობს მდინარე კაბალის სათავეებში, დაახლოებით ზღვის დონიდან 1,800 მეტრიდან 2,900-3,000 მეტრამდე ფარგლებში.
2021 წლის მონაცემების მიხედვით, მთლიანი ალპური და სუბალპური მდელოების ფართობი შეადგენს 7,484 ჰა-ს. არსებული მდელოებიდან 2500 ჰა-მდე. წარმოადგენს საძოვრებს.
მდგომარეობა
ადმინისტრაციის შეფასებით საძოვრების მდგომარეობა სხვადასხვა ნაკვეთზე განსხვავებულია და შეფასებულია საძოვრის მდგომარეობის ინდექსით აღკვეთილის საძოვრების მართვის გეგმაში.
საძოვრების დატვირთვა
ლაგოდეხის აღკვეთილის საძოვრების მართვის გეგმის მიხედვით განსაზღვრულია საძოვრების დატვირთვა საძოვრების მდგომარეობის ინდექსის საფუძველზე:
ინდექსი 10 – 4 სული/ჰა-ზე;
ინდექსი 7,5 – 3 ცხვარი/ჰა-ზე;
ინდექსი 5 – 2 ცხვარი/ჰა-ზე;
ინდექსი 0 – ძოვება არ დაიშვება.
საძოვრის გასაშუალოებული დატვირთვა 3,7 სული 1 ჰა საძოვარზე. (წვრილფეხა პირუტყვი 4 სული 1 ჰა-ზე, მრპ 0,8 სული 1 ჰა-ზე).
ძირითადი სახეობების არსებობა
სუბალპური მდელოები ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობებზე განვითარებულია გართხმული დეკიანები (Rhododendron caucasicum), ხშირია მთლიანად შეკრული სტრუქტურის წმინდა რაყებიც. ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფერდობებზე მცირე დაჯგუფებებისა და ფრაგმენტების სახით წარმოდგენილია მეორადი იელიანებიც (Rhododendron luteum). ფრაგმენტულად გვხვდება მოცვიანი (Vaccinium myrtillus) და ღვიიანი (Juniperus depressa) ცენოზებიც.
ალპური მდელოებისთვის დამახასიათებელი სახეობებია: Alchemilla caucasica, Anthemis sosnowskyana, Carex tristis, Carum caucasicum, Colpodium supina, Gnaphalium supinum, Minuartia aizoides, Myosotis alpestris, Nardus glabriculmis, Phleum alpinum, Plantago saxatilis, Poa alpina, Potentilla crantzii, Primula algida, Sibbaldia parviflora, Sibbaldia semiglabra, Taraxacum crepidiforme, Tripleurospermum subnivale, Veronica gentianoides და სხვ.
საფრთხის ქვეშ მყოფი ჩლიქოსნები
რიცხოვნობა:
არჩვი (Rupicapra rupicapra)
აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis)
კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus)
2015 წლიდან არჩვის რიცხოვნობა სტაბილურია, შეინიშნება რიცხოვნობის მცირე ზრდა; 2020 წლის მონაცემებით, რიცხოვნობამ დაახლოებით 150 ინდივიდს მიაღწია (მატიანე 2020).
2015-2020 წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ ხდება ჯიხვის რიცხოვნობის მატება დაცული ტერიტორიების საზღვრებში. 2020 წლის მონაცემებით არის 690 ინდივიდს (მატიანე 2020).
2015-2020 წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ირმის რიცხოვნობამ მაქსიმალურ შედეგს მიაღწია 2017 წელს, როდესაც სავარაუდო რიცხოვნობამ შეადგინა დაახლოებით 364 ინდივიდი. 2018 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რიცხოვნობის კლება დაფიქსირდა, რაც ამ წელს აღრიცხვისთვის განახლებული და დაზუსტებული მეთოდიკის გამოყენებით აიხსნება. შემდგომი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2019 წლიდან რიცხოვნობის მცირედით მატება შეინიშნება 2020 წლის მონაცემებით, რიცხოვნობამ დაახლოებით 264 ინდივიდი შეადგინა (მატიანე, 2020).
2019-2020 წლებში განხორციელდა ჯიხვისა და ირმის ტრანსსასაზღვრო მონიტორინგი NACRES-ის მიერ CNF-ის მხარდაჭერით.
საფრთხის ქვეშ მყოფი მტაცებლები
რიცხოვნობა:
მურა დათვი (Ursus arctos)
ფოცხვერი (Lynx lynx)
დათვის რიცხოვნობა 2018 წლიდან სტაბილურია. 2020 წლის მონაცემებით რიცხოვნობამ შეადგინა დაახლოებით 32 ინდივიდი (მატიანე, 2020). ადმინისტრაციის მონაცემებით ტერიტორიაზე მუდმივად ბინადრობს ფოცხვერის 5-7 ინდივიდი.
საფრთხის ქვეშ მყოფი მტაცებელი ფრინველები
მობუდარი წყვილების რაოდენობა:
მთის არწივი (Aquila chrysaetos)
კვლევაზე-დაფუძნებული განახლებული რაოდენობრივი მონაცემები არ მოიპოვება.
ენდემური და საფრთხის ქვეშ მყოფი ქათმისნაირები
მობუდარი წყვილების რაოდენობა:
კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi)
ადმინისტრაციის მიერ კავკასიური როჭოს პოპულაციის რიცხოვნობა შეფასებულია დაახლოებით 600 ინდივიდით.
მტკნარი წყლები (მდინარეები, ტბები, წყაროები)
ძირითადი მდინარეები:
კაბალი, ბაისუბნისხევი, ნინოსხევი, შრომისხევი, ლაგოდეხის ხევი, სალესავის ხევი და მაწიმისწყალი.
სარგებლობა:
ლაგოდეხის აღკვეთილიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხდება წყალაღება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლით მომარაგებისათვის. წყალაღება ხდება საქართველოს მელიორაციის მიერ სარწყავი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ქალაქ ლაგოდეხის სასმელი წყლით მომარაგების მიზნებისთვის.
2. სხვა ღირებულებები: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სხვა ღირებულებებს შორისაა ბერნის კონვენციის დანართებში მოცემული ის სახეობები, რომლებიც გავრცელებულია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. დამატებით, როგორც ზემოთ, მე-2 თავში აღინიშნა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სხვა ღირებულებები მოიცავენ უშუალოდ ეკოსისტემურ სერვისებზე დამოკიდებულ ღირებულებებს (ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო, ტურისტული და საერთო სოციალურ-ეკონომიკური ღირებულებები