1. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ძირითადი ბიუჯეტი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და შესაბამისად, მდგრად ფინანსირებას წარმოადგენს. თუმცა, აღნიშნული ბიუჯეტი არ არის საკმარისი ადმინისტრაციის ყველა საქმიანობის განხორციელებისთვის.
2. 2011 წლიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ხდება კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ ადმინისტრაციის მხარდაჭერა – ხორციელდება სახელფასო დანამატის გაცემა, ველზე პატრულირებისას კვების დანამატით რეინჯერების უზრუნველყოფა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის რიგი ღონისძიებებისა, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების დაფარვა.
3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შემოსავლების დამატებითი წყაროა ვიზიტორთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი (მაგ. საკონფერენციო დარბაზის, საკემპინგო და საპიკნიკო ადგილების, კარვების და საძილე ტომრების გაქირავება და ა.შ.), რომელიც სააგენტოს ბიუჯეტში ირიცხება.
4. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ბიუჯეტი ამ ეტაპზე სამი ძირითადი წყაროდან ივსება, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და ადგილზე გენერირებული შემოსავლები (ცხრილი 4).
ცხრილი 4: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ბიუჯეტი. წყარო: CNF
დაფინანსების/შემოსავლების წყაროები (ლარი)
2018 წელი
2019 წელი
2020 წელი
2021 წელი
სახელმწიფო ბიუჯეტი
171,924.04
150,485.90
185,203.05
1,803,803.42
CNF
96,578.88
141,313.18
426,541.00
50,579
სხვა ფონდები და საკუთარი შემოსავლები
374,019.51
495,793.76
38,712.13
247,735
სულ
642,522.44
787,592.84
650,456.18
2,102,117.42
5. სხვადასხვა ღონისძიებისთვის დაფინანსების მოძიება აგრეთვე ხდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის საშუალებით. ასოციაცია პროექტებს ახორციელებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ეკობანაკები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებები, ეკოტურიზმის ხელშეწყობა, მონიტორინგის პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა და ა.შ.
6. 2020 წლის მაისში კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ განხორციელდა საქართველოს დაცული ტერიტორიების ფინანსური საჭიროებების შეფასება, რომელიც მოიცავს არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციას, ასევე თითოეული დაცული ტერიტორიის მართვისათვის საბაზისო და ოპტიმალურ ფინანსურ საჭიროებებს 2021-2026 წლების პერიოდისათვის. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების არსებული დაფინანსებაა 3,876,000 ლარი მაშინ, როდესაც საბაზისო საჭიროება 5,689,424 ლარს, ხოლო ოპტიმალური საჭიროება 7,989,962 ლარს შეადგენს. ფინანსური დეფიციტი 2021 წელს იწყება 770,000 ლარით და 2026 წლისათვის მცირდება 660,000 ლარამდე. საერთო ფინანსური დეფიციტი (2021-2026) კი შეადგენს დაახლოებით 4,110,000 მლნ ლარს, რაც დაახლოებით 106 %-ით მეტი დაფინანსების საჭიროებას გულისხმობ