1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი ესაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: ქ. ლაგოდეხი, სოფლები: მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, გურგენიანი, ხიზაბავრა, ბაისუბანი, მსხალგორი, ხიზა, ნინიგორი, განჯალა, უზუნთალა, ყარაჯალა და კაბალი. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ანთროპოგენური ზეწოლა ბიომრავალფეროვნების ღირებულებებზე უფრო ინტენსიურია სოფლების მიმდებარე მონაკვეთებზე.
2. ადმინისტრაციას არ გააჩნია ტერიტორიის დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დაცვის ღონისძიებების განხორციელება ხდება წლიური სამუშაო გეგმის შესაბამისად, ადმინისტრაციის დირექტორის მიერ დამტკიცებული საპატრულო გეგმების მიხედვით. საპატრულო მარშრუტების დაგეგმვისას ითვალისწინებენ წინა წლების ანთროპოგენური ზეწოლების შემთხვევების ანალიზის შედეგებს.
3. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საპატრულო საქმიანობა მიმართულია ნაკრძალისა და აღკვეთილის დაცვაზე და აღკვეთილის რესურსთსარგებლობის (საძოვრები, მერქნული და არამერქნული ტყის რესურსი, ტერიტორიის დანაგვიანება და ვიზიტორთა გადაადგილება) კონტროლზე.
4. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი ფიზიკური დაცვის მიზნით დაყოფილია 17 სამცველოდ და გაპიროვნებულია რეინჯერებზე. ამ სამცველოებზე დაგეგმილია 45 ერთდღიანი საპატრულო მარშრუტი, რომლებზეც რეინჯერები ინდივიდუალურად პატრულირებენ. გარდა ამისა, ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს 16 ჯგუფური საპატრულო მარშრუტი, რომელზეც 2-3 რეინჯერი ერთდროულად გადაადგილება დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით ცხენით ან ფეხით. ადმინისტრაციის ოფისიდან რეინჯერების გადაყვანა საპატრულო ბილიკის დასაწყისამდე ხორციელდება ავტომანქანების საშუალებით.
5. რეინჯერთა პატრულირების სისტემის გაუმჯობესების და ეფექტურობის გაზრდის მიზნით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, სატესტო რეჟიმში, მიმდინარეობს რეინჯერთა თანამედროვე პატრულირების SMART სისტემის დანერგვა. ამ ეტაპზე ყველა რეინჯერი აღჭურვილია სმარტფონით, რომელშიც ჩაწერილია აპლიკაცია CyberTracker.
6. 2021 წელს დაფიქსირდა 32 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. სახეების მიხედვით ეს დარღვევები ასე გამოიყურება: 4 – ხე-ტყის უკანონო ჭრა, 18 – უკანონო ძოვება, 9 – იარაღით უკანონო გადაადგილება, 1 – დანაგვიანება. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით გაზრდილია სამართალდარღვევათა რაოდენობა და სპექტრი. ამ წელს სულ 13 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის 3 იარაღით უკანონო გადაადგილება და 10 უკანონო ძოვება. როგორც ჩანს ბრაკონიერების ზეწოლა არ მცირდება.
7. ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს ადამიანსა და მტაცებელს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მონაცემების შეგროვების ინსტრუქცია. 2020 წელს ადგილი ჰქონდა შინაურ პირუტყვზე მტაცებლის თავდასხმის 16 შემთხვევას, ხოლო 2021 წელს 25 შემთხვევას. ყველა შემთხვევა უკავშირდება მგელს.
8. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა სააგენტოს და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების (TJS, CNF, USDOT-ITAP/USAID NPE Program, UNDP) ძალისხმევით მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტრენინგებში: საძოვრების მართვა, ტყის მართვა, საფეხმავლო ბილიკების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია, ფიტოპათოლოგიური კვლევის ჩატარება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ხანძრებთან ბრძოლა, SMART პროგრამა ოფიცრებისთვის, კანონაღსრულება, საძოვრების მდგრადობის შეფასება და მონიტორინგი და სხვა. გარდა ამისა, რეინჯერებმა სსიპ –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეისწავლეს იარაღის გამოყენება და სამართალდამრღვევთან ურთიერთობის საკითხები.
9. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დაცვა ხორციელდება პატრულირების მეშვეობით. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულია 16 საპატრულო მარშრუტი (მათ შორის 3 საფეხმავლო, 8 საცხენოსნო, 3 საავტომობილო, 2 საავტომობილო – საფეხმავლო), რომლებსაც ამტკიცებს ადმინისტრაციის დირექტორი. პატრულირების მარშრუტების დაგეგმვა ხდება სარეინჯეროების სპეციფიკიდან გამომდინარე. მარშრუტებზე პატრულირების ინტენსივობა იცვლება სეზონების და ანთროპოგენური რისკების შესაბამისად. ყოველწლიურად ხდება არსებული პატრულირების მარშრუტების გადახედვა და საჭიროებისდა მიხედვით კორექტირება. 2021 წელს განხორციელდა 2,255 ყოველდღიური პატრულირება და 142 გეგმური რეიდი. პატრულირებისას გავლილმა მანძილმა შეადგინა 98,300 კმ. მათ შორის ცხენით 9,000 კმ., ფეხით 43,700 კმ., ავტომანქანით 44,800 კმ.
10. ადმინისტრაციის საქმიანობის ანალიზმა აჩვენა, აგრეთვე, რეინჯერებისთვის აღჭურვილობის ნაკლებობის პრობლემა. კერძოდ, რეინჯერის პირადი აღჭურვილობის ნაკლებობა (ხარისხიანი უნიფორმები და ფეხსაცმელი (ზამთრის და ზაფხულის სეზონებისთვის) საველე პირობებისთვის, ზურგჩანთები და სხვა