პატრულირების და კანონაღსრულების პროგრამის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს თუშეთის დაცული ტერიტორიებისა და მისი ძირითადი ფასეულობების დაცვა და საფრთხეების პრევენცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

მიზანი 1: 2030 წლისთვის უკანონო ქმედებების კონტროლი და ეფექტური კანონაღსრულება გაუმჯობესებულია.

ინდიკატორი 1.1: 2030 წლისთვის გაძლიერებულია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შესაძლებლობები თავიდან აირიდოს უკანონო ქმედებები და მინიმუმ 90%-ით არის გაზრდილი გამოვლენილ კანონდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება.

ინდიკატორი 1.2: 2030 წლისთვის თუშეთის დაცული ტერიტორიების დაცვა გაძლიერებულია ახალი საპატრულო მარშრუტების დამატებით და არსებულ მარშრუტებზე პატრულირების ინტენსივობის გაზრდით (რეინჯერ/დღე, გავლილი მანძილი (კმ), დაფარული არეალი (ჰა)).

ქმედებები

ინდიკატორები

ინდიკატორის შემოწმების საშუალებები

წინაპირობა

1.1 პატრულირების და კანონაღსრულების არსებული სისტემის ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება.

2022 წლისთვის ადმინისტრაციას აქვს პატრულირების და კანონაღსრულების სტრატეგია.

სტრატეგიის დოკუმენტი.

სააგენტოს და დონორის მხარდაჭერა.

1.2 პატრულირების და კანონაღსრულების სამოქმედო გეგმის შედგენა თუშეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების ძირითადი ღირებულებების დაცვის პრიორიტეტულობით.

ყოველწლიურად განახლებულია პატრულირების და კანონაღსრულების სამოქმედო გეგმა.

მოქმედების გეგმის დოკუმენტი.

სააგენტოს და დონორის მხარდაჭერა.

1.3 დაცული ტერიტორიების პატრულირება არსებული პატრულირების სქემის (სარეინჯერო უბნების, მარშრუტების, პროცედურების) მიხედვით. არსებული პატრულირების სქემის გაფართოება დამატებითი შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში (მაგ. საპატრულო მარშრუტების დამატება, რეინჯერების რაოდენობის გაზრდა).

სულ მცირე 3 ახალი საპატრულო მარშრუტია დამატებული და 3 სხვადასხვა სახის პატრულირება (საცხენოსნო, საფეხმავლო, სამანქანო) მიმდინარეობს.

პატრულირების სქემა.

პატრულირების ანგარიშები.

საპარტულო მარშრუტი.

CNF-ის მხარდაჭერა.

1.4 საინფორმაციო და ამკრძალავი ქმედებების დაფების დამატება დაცული ტერიტორიების საზღვრებთან, კატეგორიებისა და ზონების შესაბამისად.

დამონტაჟებულია მინიმუმ 50 დაფა.

დაფების რუკა და ფოტოდოკუმენტაცია.

დონორის მხარდაჭერა.

1.5 ქვახიდის რეინჯერთა სადგურის რელოკაცია.

აშენებულია ახალი რეინჯერთა სადგური ქვახიდის რეინჯერთა სადგურის ნაცვლად.

რეინჯერთა თავშესაფრის ფოტო-მასალა.

დონორის მხარდაჭერა.

1.6 დაცვის განყოფილების შესაძლებლობების გაძლიერება დაცვის, პატრულირებისა და კანონაღსრულების მიმართულებით პროფესიული ტრენინგების მეშვეობით (მენეჯმენტის გეგმის რეგულაციები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა და ოქმების შედგენა, დამნაშავის დევნა და დაკავება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლის მეთოდოლოგია და სხვა).

სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ თითოეულ თემატიკაზე, 20 მონაწილისთვის.

ტრენინგის მასალები

ტრენინგის ანგარიშები.

სააგენტოს, დონორის მხარდაჭერა.

1.7 ტრენინგები რეინჯერებისთვის პირველად დახმარებასა და სამაშველო საქმიანობაში.

სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 20 მონაწილისთვის.

2030 წლისთვის რეინჯერთა 90%-მა და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი.

ტრენინგის მასალები

ტრენინგის ანგარიშები.

სააგენტოს, დონორის მხარდაჭერა.

1.8 რეინჯერების თეორიული და პრაქტიკული სწავლება ცხენოსნობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.

სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება ყოველწლიურად, 15 მონაწილისთვის.

2030 წლისთვის რეინჯერთა 90%-მა და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი სწავლება.

ტრენინგის მასალები

ტრენინგის ანგარიშები.

სააგენტოს, დონორის მხარდაჭერა.

1.9 რეინჯერების თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი თანამედროვე საველე ტექნოლოგიების გამოყენებაში (GPS, რაცია, SMART-ი, ფოტოგადაღება, ფოტოხაფანგების მონტაჟი).

სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება ყოველწლიურად, 15 მონაწილისთვის.

2030 წლისთვის რეინჯერთა 90%-მა და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი სწავლება.

ტრენინგის მასალები

ტრენინგის ანგარიშები.

სააგენტოს, დონორის მხარდაჭერა.

1.10 თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის (ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტებისა და სტრესული სიტუაციების მართვა, ინტერპრეტაცია).

სულ მცირე ერთი ტრენინგი ტარდება 3 წელიწადში ერთხელ, 15 მონაწილისთვის.

2030 წლისთვის რეინჯერთა 90%-მა და სხვა თანამშრომლებმა გაიარეს შესაბამისი სწავლება.

ტრენინგის მასალები

ტრენინგის ანგარიშები.

სააგენტოს, დონორის მხარდაჭერა.

1.11 კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება შესაბამის უწყებებთან, მათ შორის სასაზღვრო პოლიციასთან, პოლიციასთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან, კანონაღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით.

სულ მცირე ერთი შეხვედრა შესაბამის უწყებებთან ყოველთვიურად, ან საჭიროებისამებრ.

შეხვედრებისა და ერთობლივი ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

სააგენტოს მხარდაჭერა.

1.12 თანამშრომლობის გაუმჯობესება ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებთან ინფორმაციის მიწოდებით და კანონაღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებების ეფექტურად განხორციელებისთვის.

თითოეულ სოფელში სულ მცირე 1 შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, წელიწადში ერთხელ.

დაცული ტერიტორიების რეგულაციების შესახებ ინფორმაცია გაცნობილი აქვს მინიმუმ 40 ფერმერს.

შეხვედრის ამსახველი დოკუმენტაცია.

ფერმერების დამოწმებული დოკუმენტაცია.

1.13 რეინჯერების ჩართვა სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით.

წელიწადში ერთხელ მაინც ორგანიზებულია ვიზიტები საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებზე ან უცხოეთში.

ღონისძიებების ამსახველი ანგარიშები და ფოტომასალა.

CNF-ის, სხვა დონორების, მეგობართა ასოციაციის და რეინჯერთა ასოციაციის მხარდაჭერა.

1.14 თუშეთის დაცული ტერიტორიების დაცვის უბნების და დაცვის განყოფილების თანამშრომელთა რიცხოვნობის ოპტიმიზაცია (ალაზნისთავის და ქვახიდის დაცვის უბნების გამოყოფა).

გამოყოფილია ალაზნისთავის და ქვახიდის უბნები.

დამატებულია 14 რეინჯერ