პატრულირებისა და კანონაღსრულების პროგრამის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ძირითადი ღირებულებების დაცვა ბრაკონიერობისგან, ხანძრების, დაბინძურების და იმ საფრთხეებისგან, რომლებიც გამოვლენილ იქნა სიტუაციური ანალიზის დროს და იდენტიფიცირებულია 28-ე მუხლის მე-4 ცხრილში.
მიზანი 1: გაუმჯობესებულია კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებების დაცვა, უკანონო ქმედებებისა და სხვა არსებული საფრთხეების გაძლიერებული კონტროლის შედეგად.
ინდიკატორი 1: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-3 წლისთვის, გაძლიერებულია ადმინისტრაციის შესაძლებლობები თავიდან აირიდოს და გააკონტროლოს უკანონო ქმედებები და სხვა საფრთხეები კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
1.1 დაცული ტერიტორიის პატრულირება არსებული პატრულირების სქემის (სარეინჯერო უბნების, მარშრუტების, პროცედურების) მიხედვით. ყოველწლიურად პატრულირების სქემისა და პროცედურების განახლება გამოვლენილი საფრთხეების და დამატებითი შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში (როგორიცაა მაგ. რეინჯერების რაოდენობის გაზრდა).
არსებული პატრულირების სქემა და ყოველწლიური განახლებები შესრულებულია.
პატრულირების სქემა.
პატრულირების ოქმები.
1.2 დაცული ტერიტორიებისა და შესაბამისი დაშვებული და აკრძალული საქმიანობების შესახებ საინფორმაციო ნიშნებისა და დაფების განთავსება დაცული ტერიტორიების საზღვრებთან.
მენეჯმენტის გეგმის შესრულების მე-9 წლისთვის, დამონტაჟებულია 70 დაფა.
საინფორმაციო ნიშნების და დაფების რუკა და ფოტო დოკუმენტაცია.
SPPA-ის მხარდაჭერა.
1.3 ცხემვანში შესასვლელის განახლება.
განახლებულია შესასვლელი ჭიშკარი ცხემვანში მენეჯმენტის გეგმის შესრულებიდან მე-4 წელს.
შესასვლელის ფოტო-მასალა.
1.4 ხერგილების მოწყობა.
4 ხერგილია მოწყობილი მენეჯმენტის გეგმის შესრულებიდან მე-4 წელს..
რუკა და ფოტო-მასალა.
1.5 ცხემვანში რეინჯერთა თავშესაფარის (ცალკე შენობა) მოწყობა.
აშენებულია ცალკე რეინჯერთა თავშესაფარი მენეჯმენტის გეგმის შესრულების მე-9 წლისთვის,.
სამცველოების ფოტო-მასალა და ფინანსური ანგარიშები.
დამატებითი დაფინანსება.
1.6 ტურისტული თავშესაფარის მოწყობა ტბიყელის ტბასთან (შესაძლოა კომბინირებული იყოს ვიზიტორთა თავშესაფართან).
აშენებულია ცალკე ტურისტული თავშესაფარი მენეჯმენტის გეგმის შესრულების მე-9 წლისთვის,.
სამცველოების ფოტო-მასალა და ფინანსური ანგარიშები.
დამატებითი დაფინანსება
1.7 ყოველთვიური შეხვედრები შესაბამის უწყებებთან, მათ შორის მუნიციპალიტეტთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან, კანონაღსრულებასთან დაკავშირებული ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით.
სულ მცირე ერთი შეხვედრა შესაბამის უწყებასთან ყოველთვიურად.
ერთობლივი შეხვედრის ამსახველი ოქმებ