აღნიშნული პროგრამა მიმართულია თავიდან აიცილოს და რეაგირება მოახდინოს ხანძრებით გამოწვეული (ანთროპოგენურ და ბუნებრივი ხანძრებით) საფრთხისაგან აგრეთვე თავიდან აიცილოს ან მართოს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ძირითადი ღირებულებისადმი დაავადებებითა და მავნებლებით მიყენებული ზიანი.
მიზანი 4: ხანძრებით, მავნებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ზიანი კონტროლდება ან შემცირებულია.
ინდიკატორი 4: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-9 წლის დასასრულს, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პირველ წელთან შედარებით, 50%-ით შემცირდა ხანძრებით, მავნებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ზიანი.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალება
წინაპირობა
4.1 ფიტოპათოლოგიური კვლევების რეგულარულად ჩატარება. ტყის მავნებელი მწერების, სოკოებისა და დაავადებების გავრცელების კერების იდენტიფიცირება და არსებობის შემთხვევაში მართვის გეგმის შემუშავება 2.10 აქტივობის გათვალისწინებით.
კინტრიშის ეროვნულ პარკში გამოვლენილია დაავადებებისა და ტყის მავნებლების გავრცელების კერები.
შედგენილია ტყის მავნებლებისა და დაავადებების მართვის გეგმა.
დაავადებების და ტყის მავნებელთა გავრცელების კერების ნუსხა.
მართვის გეგმა.
კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.
4.2 ტყის მავნებლებთან ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში.
4.1-ით ქმედებით გამოვლენილი მავნებლების წინააღმდეგ ჩატარებულია აუცილებელი საკონტროლო ღონისძიებები.
ტყის მავნებლებზე დაკვირვების ამსახველი ანგარიში და მათ წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ანგარიში.
შესაძლოა კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.
4.3 ინვაზიური სახეობების საჭიროებისამებრ და არსებული შესაძლებლობების მიხედვით მოშორება (მაგ. დიდვაკეში ცრუაკაციის (Robinia pseudoacacia L.), Hemarthria altissima Poir. Stapf & C. E. Hubb), ჭიაფერას (Phytolacca Americana L.), ლაკარტიას (Paspalum dilatatum Poir.) მოშორება, ა.შ )
ინვაზიური სახეობების მოსაშორებლად ყველა შესაძლო და აუცილებელი ღონისძიება გატარებულია.
მონაცემთა ბაზა და მონიტორინგის ანგარიში ინვაზიური სახეობების გავრცელების შესახებ.
შესაძლოა კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობ