ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროგრამა მიმართულია კინტრიშის დაცული ტერიტოების3 მნიშვნელოვანი ღირებულების − კოლხური ბზისა (Buxus colchica Pojark), შავი ზღვის ორაგული (Salmo trutta fario) და წაბლის (Castanea sativa Mill) პოპულაციის კონსერვაციის ხელშესაწყობად. პროგრამა გამიზნულია ხელი შეუწყოს აღნიშნული სახეობების აღდგენას, რომლებაც განიცადეს უარყოფითი ზეგავლენა.
მიზანი 6. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება კონსერვაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებით უზრუნველყოფილია კინტრიშის დაცული ტერიტორიების საფრთხის წინაშე მდგარი ბიომრავალფეროვნების ღირებულებების გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობა.
ინდიკატორი 6: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების დასასრულისთვის საფრთხის წინაშე მდგარი ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების ღირებულებების კონსერვაციული სტატუსი გაუმჯობესებულია მენეჯმენტის გეგმის განხორციელების პირველ წელთან შედარებით.
ქმედებები
ინდიკატორები
ინდიკატორის შემოწმების საშუალებები
წინაპირობა
1. კოლხური ბზის აღდგენის შესაძლებლობის კვლევა კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე: კოლხური ბზის აღდგენის პროგრამის შემუშავება და დაფინანსების მოძიება.
მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მ-3 წელს გამოვლენილია კოლხური ბზის აღდგენის ღონისძიებები.
ბზის აღდგენის შესაძლებლობის კვლევის ანგარიში.
კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.
2. შავი ზღვის ორაგული ლიფსიტების განადგურების მიზეზების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შავი ზღვის ზუთხის კონსერვაციის პროგრამის შემუშავება და დაფინანსების მოძიება საჭიროებისამებრ.
მენეჯმენტის გეგმის განხორციელებიდან მე-3-ე წლისთვის, გამოვლენილია შავი ზღვის ორაგულის აღდგენის ღონისძიებები და ხელმისაწვდომია კინტრიშის ადმინისტრაციისთვის.
კვლევის ანგარიში. შავი ზღვის ზუთხის ლიფსიტების კონსერვაციის პროგრამის საპროექტო წინადადება.
კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.
3. წაბლის პოპულაციის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში აღდგენის ღონისძიების განხორციელება
მენეჯმენტის გეგმის განხორციელებიდან მე-3-ე წლისთვის, შესწავლილია წაბლის პოპულაცია და საჭიროების შემთვევაში გამოვლენილია ხაბლის აღდგენის ღონისძიებები
წაბლის აღდგენის შესაძლებლობის კვლევის ანგარიში.
კვლევით ინსტიტუტებთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობ