1. კონსერვატორიაში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები.

2. კონსერვატორიის ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებზე პირი, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით, შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს არაუმეტეს 12 თვის ვადით, გარდა კანონმდებლობითა და კონსერვატორიის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა