1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.
2. სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან გათანაბრებული („უმაღლესი განათლების შესახებ“კანონის შესაბამისად) ყველა პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან. მათ გარდა, სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირიც.
3. სადისერტაციო საბჭოს შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის აკადემიური საბჭ