1. სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, კონსერვატორიის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე კონსერვატორიის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2. კონსერვატორიის სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, იქმნება  კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც უნდა იყოს კონსერვატორიის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო   აკადემიური საბჭოს  წარდგინებით 4 წლის ვადით.

4. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

5. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც განმსაზღვრელია ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციური საქმიანობისა.

6. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზით და ხელმძღვანელობს და განახორციელებს აკადემიურ სფეროში კონსერვატორიის საქმიანობის თვითშეფასების პროცესს.

7. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია კონსერვატორიაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით კონსერვატორიაში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;

ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესისათვის მომზადებას.

8. კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.
თავი III
ფაკულტე