1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კონსერვაცია გულისხმობს ტექნიკურად გამართული, სრულად დაკომპლექტებული, საწვავით გამართული და სპეციალურად მომზადებული ავტომობილებისა და მოწყობილობების ისეთ მდგომარეობას, რომელიც უზრუნველყოფს მათი დიდი ხნით შენახვასა და უმოკლეს ვადაში მზადყოფნაში მოყვანას.
2. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კონსერვაციაზე დაყენებას ექვემდებარება ყველა ის ავტომობილი, მისაბმელი და მოწყობილობა, რომელთა გამოყენება არ იგეგმება სამ თვეზე მეტი პერიოდისათვის.
3. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების კონსერვაცია შეიძლება იყოს ხანმოკლე (ერთ წელზე ნაკლები) და ხანგრძლივი (ერთ წელზე მეტი).
4. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, მისაბმელებისა და სხვა მოწყობილობის კონსერვაციაზე დაყენება და მოხსნა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით. ავტომობილის კონსერვაციისას განსაზღვრულ უნდა იქნეს კონსერვაციის სახეობა და კონსერვაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირებ