1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საბურავების ექსპლუატაციის ორგანიზებისას საჭიროა მათი მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება.

2. საბურავის ექსპლუატაცია ითვალისწინებს:

ა) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის საბურავებით სწორ დაკომპლექტებას;

ბ) საბურავის სწორ მონტაჟსა და დემონტაჟს;

გ) საბურავში ჰაერის წნევის ნორმების დაცვას;

დ) საბურავის გადახურებისა და მომეტებული ცვეთის გამომწვევი პირობების გამორიცხვას;

ე) დაზიანებული საბურავის დროულ შეკეთებას;

ვ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილის სწორ მართვას.

3. საბურავების სამონტაჟო სამუშაოები უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალური სახსნელების გამოყენებით ამ სამუშაოებისათვის განკუთვნილ ადგილზე, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.

4. საბურავების წნევა უნდა შეესაბამებოდეს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მწარმოებლის მიერ გაცემულ ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნებს და დატანილ იქნეს სახანძრო ავტომობილის ფრთებზე ან ბორტზე შესაბამისი საღებავით. საბურავის წნევა უნდა შემოწმდეს არანაკლებ 10 დღეში ერთხელ. წნევის შემოწმებისას საბურავი უნდა იყოს ცივი, ხოლო წნევა უნდა შეესაბამებოდეს ნორმას.

5. ყოველდღიური ტექნიკური მომსახურების დროს, საბურავის მდგომარეობა მოწმდება გარე დათვალიერებით.

6. ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას დაუშვებელია ავტომობილის საბურავის გადახურება. საჭიროების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველმა (მძღოლი) უნდა მიიღოს მათი მაღალი ტემპერატურისაგან დაცვის ზომები. დაუშვებელია საბურავში გახურებით გამოწვეული მომეტებული წნევის დაწევა. საჭიროა საბურავების დაცვა ბენზინის, ნავთისა და ზეთის მოხვედრისაგან.

7. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საბურავების გადაადგილება უნდა განხორციელდეს ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, ავტომობილების ქარხანა-დამამზადებლის შასის ექსპლუატაციის ინსტრუქციით განსაზღვრული სქემის მიხედვით.

8. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საბურავების ჩამოწერა ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად.

9. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების აკუმულატორების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მათი მწარმოებლის საექსპლუატაციო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისა