1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილთან დაკავშირებულ შემთხვევებს მიეკუთვნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, აგრეთვე, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობისა და მოწყობილობების გაუმართაობა ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას.

2. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს მიეკუთვნება საავტომობილო გზაზე სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მოძრაობისას და მათი მონაწილეობით შექმნილი ნებისმიერი ვითარება (შეჯახება, გადაბრუნება, დაჯახება), რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი ან/და დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, შენობა-ნაგებობა.

3. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის პრევენციის ღონისძიებების ორგანიზებას ახორციელებს დანაყოფის ხელმძღვანელი, ცვლის მეთაური და გათვლის უფროსი.

4. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის პრევენციის ძირითადი ღონისძიებებია:

ა) დისციპლინისა და მიმაგრებულ ტექნიკაზე შემადგენლობის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ორგანიზება;

ბ) საგზაო მოძრაობისა და, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ავტომობილის მართვის წესების დაცვის უზრუნველყოფა;

გ) მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) მიერ გასვლის რაიონში მოძრაობის მარშრუტისა და წყლის წყაროების განლაგების შესწავლა;

დ) მორიგეობის დაწყებამდე და შესაბამისი დავალების შესრულებამდე მეხანძრე-მაშველებისა (მძღოლი) და გათვლის უფროსებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება გასვლის რაიონში ოპერატიული ვითარების შეცვლის შესახებ;

ე) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე მომხდარი თითოეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზების შესწავლა და კონკრეტული ზომების მიღება, მათი გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრა;

ვ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების დროული და ხარისხიანი ტექნიკური მომსახურება;

ზ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მართვისათვის მეხანძრე-მაშველების (მძღოლი) მომზადებისა და დაშვების დადგენილი წესის დაცვა;

თ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების მეხანძრე-მაშველებთან (მძღოლი) სწავლების ჩატარება მოძრაობის წესებისა და ავტომობილის სპეციალური აგრეგატების მუშაობის შესწავლის, აგრეთვე, რთულ საგზაო პირობებში ავტომობილის მართვის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით.

5. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ხორციელდება ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის აღრიცხვა, მისი ადგილის, შედეგებისა და მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) ბრალეულობის, აგრეთვე, სახანძრო-სამაშველო ავტომობილის დაზიანებისა და გაუმართაობის მიუხედავად.

6. დანაყოფის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან აცნობონ სამსახურის ხელმძღვანელ პირებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკასთან დაკავშირებული ყველა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, დაზიანებისა და გაუმართაობის შესახე