1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მიღებული სახანძრო სახელოს პირველადი კონტროლი მოიცავს:

ა) სახანძრო სახელოს ქარხანა-დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმებას;

ბ) სახანძრო სახელოს გარე დათვალიერებას;

გ) სახანძრო სახელოს გამოცდის ჩატარებას;

დ) სახანძრო სახელოს მარკირების დატანას.

2. სახანძრო სახელოს გარე დათვალიერების დროს, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს გარე დაზიანებების, აგრეთვე, ჰიდროსაიზოლაციო შრის დაზიანებების აღმოჩენა, სახელოს კარკასის სიმტკიცის დადგენა. სახელოს გარე ზედაპირის ფერი არ უნდა იყოს შეცვლილი, მას არ უნდა გააჩნდეს ცხიმისა და ობის კვალი.

3. გარე დათვალიერების შემდეგ გამდენი სახელოს ხვეულები უნდა გაიშალოს, მათზე მოინიშნოს 20±1 მ სიგრძის მონაკვეთები და დაიჭრას.

4. სახანძრო სახელოზე შემაერთებელი თავაკების მიერთებისას გამოიყენება მოთუთიებული მავთული ან მოთუთიებული ცალუღი და რგოლი.

5. სახანძრო სახელოების წნევის ქვეშ, გამოცდის დროს, შემაერთებელი თავაკების მიერთების ადგილები უნდა ინარჩუნებდეს ჰერმეტულობასა და სიმტკიცე