1. ხანძარზე, სხვა საგანგებო სიტუაციასა და სწავლებაზე სახელოს გამოყენებისას აკრძალულია სახელოს ხაზებზე კონსტრუქციების ჩამოყრა.

2. შემწოვის ხაზების გაყვანისას საჭიროა ყველა შეერთების ჰერმეტულობის შემოწმება. სახელო უნდა იქნეს დაცული მკვეთრი მოკეცვისა და მექანიკური დაზიანებისაგან. დაუშვებელია შემწოვი სახელოს ასაწევად უკანა სარქველის ან შემწოვი ბადის ჩამკეტის ასაწევი თოკის გამოყენება.

3. ტექნიკური საშუალების კომპლექტში არსებული სხვადასხვა კატეგორიის სახელოებით ხაზების გაყვანისას საჭიროა მეტად გამძლე სახელოს გამოყენება მაგისტრალური და განშტოებული ხაზების საწყის უბნებზე, ხოლო ნაკლებად გამძლე სახელოს გამოყენება – ამ ხაზების დასასრულს.

4. სახელოს ხაზების შენობის კონსტრუქციაზე მიმაგრებისას საჭიროა სახელოს დამჭერების გამოყენება (ერთ სახელოზე – ერთი დამჭერი). სიმაღლიდან სახელოს დაშვება ხდება თოკებით ან სხვა მოწყობილობების გამოყენებით.

5. ჰიდრავლიკური დარტყმისაგან სახელოს გაწყვეტის პრევენციის მიზნით, სახელოს ხაზში წყლის მიწოდებისას საჭიროა ტუმბოსა და განშტოებების სადაწნეო მილყელის სარქველების თანდათანობით გახსნა. აკრძალულია ტუმბოში წნევის მკვეთრი ზრდა.

6. სახანძრო ტაქტიკურ-სპეციალური ნორმატივების შესრულებისას, რომელიც არ არის დაკავშირებული წყლის (ქაფწარმომქმნელი ხსნარის) მიწოდებასთან, საჭიროა სასწავლო ან სამეურნეო სახელოს გამოყენება, სამსახურის დანაყოფში მათი არსებობის შემთხვევაში.

7. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში, ზამთრის პერიოდში, სახელოს ექსპლუატაციისას დაცულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) წყლის მიწოდებისას ღია წყლის წყაროებიდან წყლის აღება საჭიროა სიღრმიდან, სადაც წყლის ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე ზედაპირთან;

ბ) წყლის მიწოდება ხდება ერთი მაგისტრალური ხაზით, ამასთან, ტუმბო უნდა მუშაობდეს მაღალ ბრუნვაზე ნახევრად გახსნილი სადაწნეო მილყელებით, რაც იძლევა წყლის ტემპერატურის აწევის შესაძლებლობას.

8. სახანძრო სახელოში გაჩენილი ჟონვის ნიშნები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღმოფხვრილი სახელოს მომჭერების გამოყენებით. სახელოში გაჩენილი დეფექტების ზომების მიხედვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტიპის მომჭერები:

ა) ზონარის ტიპის – 20 მმ-მდე დიამეტრის ნახვრეტებიდან ან 30 მმ სიგრძის გახეთქილ უბნებზე ჟონვის ნიშნების ლიკვიდაციისათვის;

ბ) კორსეტის ტიპის – 100 მმ-მდე გრძივი გახეთქილი უბნებიდან ჟონვის ნიშნების ლიკვიდაციისათვის.

9. სახელოს მომჭერის სახით გამოიყენება იგივე დიამეტრის 150-200 მმ სიგრძის სახელო, რომელიც სახელოს შემაერთებელ თავზე მიმაგრებამდე ეცმევა სახელოს. მუშაობის დროს, ჟონვის ნიშნების გაჩენისას, წნევა სახელოში უნდა შემცირდეს და მომჭერი გადაადგილდეს სახელოს დაზიანებულ უბანზე.

10. გამდენი სახელოს მუშაობის ხანგრძლივობა, წყლის გაშვების გარეშე, სახელოს ხაზების გაყვანისას, უნდა ჩაითვალოს სახელოს მუშაობის 20 წუთად. სახელოების მუშაობის ხანგრძლივობა წნევის ქვეშ ემატება ამ პუნქტით განსაზღვრულ დროს.

11. შემწოვი სახელოს მუშაობის ხანგრძლივობა, წყლის გაშვების გარეშე, სახელოს ხაზების გაყვანისას, უნდა ჩაითვალოს სახელოს მუშაობის 5 წუთად.

12. სახელოს მუშაობის დრო უნდა იქნეს შეტანილი სახელოს მუშაობის აღრიცხვის ჟურნალში დანართი 9-ის შესაბამისა