1. შიდაწვის ძრავიანი რკინის საჭრელი ხერხის ამუშავებამდე, მოწმდება საჭრელი პირის ვარგისიანობა.
2. რკინის საჭრელი ხელსაწყოს მუშაობის დროს სწორდება დამცავი ფარი.
3. შიდაწვის ძრავიანი რკინის საჭრელი ხერხით რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გადაჭრისას, გამოიყენება სპეციალური საჭრელი პირი და მისი გაგრილების სისტემა.
4. შიდაწვის ძრავიანი რკინის საჭრელი ხელსაწყოს მუშაობის დროს, თუ ღერძზე მოთავსებული საჭრელი ფირფიტა ჭრილშია შესული, მისი გადახრა დაუშვებელია.
5. შიდაწვის ძრავიანი რკინის საჭრელი ხერხის გამოყენება დაუშვებელია გაუზავებელი ბენზინით ავზის შევსების, საჭრელი ფირფიტის დაზიანებისა და საჭრელი პირის ღერძის დეფორმაციის დრო