1. შიდაწვის ძრავიანი ხის საჭრელი ხერხის ამუშავებამდე, მოწმდება საჭრელი ჯაჭვისა და მუხრუჭის ვარგისიანობა, აგრეთვე, საჭრელი პირის დაფაზე.ჯაჭვის დაჭიმულობის ხარისხი.
2. შიდა წვის ძრავიან ხის საჭრელ ხერხზე მუშაობის დაწყების წინ და მუშაობის პროცესში მოწმდება რედუქტორში ზეთის არსებობა და საჭრელი პირის შეზეთვის ხარისხი.
3. შიდაწვის ძრავიანი ხის საჭრელი ხერხით ჭრის განხორციელება შესაძლებელია საჭრელი პირის ნებისმიერი მონაკვეთითა და დახრის კუთხით.
4. შიდა წვის ძრავიანი ხის საჭრელი ხერხის ხელით გადატანა ხდება ხერხის შუაში არსებული სახელურით. ამ დროს, ხერხის საჭრელი პირი მიმართულია მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ და ჯაჭვის მოძრაობა დაბლოკილია მუხრუჭის საშუალებით.
5. შიდაწვის ძრავიანი ხის საჭრელი ხერხის გამოყენება დაუშვებელია გაუზავებელი ბენზინით ავზის შევსების, საჭრელი ჯაჭვის დაზიანების (კბილების მტვრევა, ბლაგვი კბილები) და საჭრელი პირის დაფის დეფორმაციის დრო