1. ჰიდრავლიკური ტუმბოს გამოყენებამდე მოწმდება ავზში ჰიდრავლიკის და ძრავის ზეთის რაოდენობა, მათი ნაკლებობის შემთხევაში, ავზი ივსება და ხდება მისი ამოქმედება.

2. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს მაღალი წნევის მიმწოდებელი მილები მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ. მათი უმნიშვნელო დაზიანების შემთხვევაშიც კი მისი გამოყენება აკრძალულია.

3. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს მაღალი წნევის მიმწოდებელი მილები, მუშაობის დროს, დაცული უნდა იყოს მკვეთრი მოკეცვისაგან, ასევე, მჭრელი საგნების, ქიმიური სითხეებისა და ნარჩენების ზემოქმედებისაგან. აღნიშნული მილების შეერთების დროს, მოწმდება ჩამკეტების სისუფთავე და შემდეგ ხდება მათი შეერთება და ჩამკეტების დაზღვევის პოზიციაზე დაყენება.

4. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს გამოყენების დროს, უნდა დაიტვირთოს მხოლოდ ხელსაწყოს მუშა პირები. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს მუშა პირების გადახრის ან დაცურების საშიშროების შემთხვევაში, მოქმედება უნდა შეჩერდეს, ხელსაწყო დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას და მოქმედება უნდა შესრულდეს თავიდან.

5. ჰიდრავლიკური ხელსაწყოთი მუშაობის დროს, ზემოქმედების (გაჭრა, გაფართოება, გაჭიმვა და სხვა) ქვეშ არსებული ადგილი უნდა იყოს მხედველობის არეში.

6. ჰიდრავლიკური ხელსაწყოთი მუშაობის დროს, დაუშვებელია ხელსაწყოსა და სხვა საგანს შორის სხეულის (სხეულის ნაწილების) ჩაჭედვა.

7. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს გადატანა-გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მასზე არსებული სახელურებით.

8. ჰიდრავლიკური ხელსაწყოს გამოყენება დაუშვებელია მათი შემაერთებელი ჩამკეტების მწყობრიდან გამოსვლის, წნევის მიმწოდებელი მილების გაჭრისა და სხვადასხვა ნივთიერების ან ცეცხლის ზემოქმედების შედეგად დაზიანების შემთხვევაშ