1. სახანძრო სახელო სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ერთ-ერთი ძირითადი სახეა. სახელოების მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია ხორციელდება უშუალოდ სახანძრო-სამაშველო დანაყოფში.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, როგორ წესი, იყენებს ორი სახის სახანძრო სახელოს:

ა) შემწოვი სახანძრო სახელო – გამოიყენება წყლის წყაროდან სახანძრო ტუმბოს შემწოვ მილყელთან წყლის მისაწოდებლად;

ბ) გამდენი სახანძრო სახელო – გამოიყენება წნევით წყლის, ქაფწარმომქმნელისა და ქაფის წყლის ხსნარების ხანძრის ადგილზე მისაწოდებლად.

3. სახანძრო სახელოები დანიშნულების მიხედვით იყოფა:

ა) სახანძრო ონკანებისა და გადასატანი მოტოტუმბოების სახელოები, გათვალისწინებული 1,0 მპა მუშა წნევაზე;

ბ) სახანძრო ავტომობილის სახელოები, გათვალისწინებული 1,6 მპა და 3,0 მპა მუშა წნევაზე.

4. კონსტრუქციული თავისებურებებისა და მასალების მიხედვით სახანძრო სახელოები იყოფა:

ა) ნატურალური ბოჭკოს (სელი, ჯუთი, ქერელი და სხვა მასალა) სახელოები;

ბ) სახელოები სინთეტიკური ბოჭკოს კარკასით (ლავსანი, კაპრონი და სხვა მასალა) და შიდა ჰიდროიზოლაციის შრით (რეზინის კამერა, პოლიმერული მასალების კამერა და სხვა) გარე საფარის გარეშე;

გ) სახელოები შიდა ჰიდროიზოლაციის შრითა და კარკასზე იმავე ნივთიერებით გაჟღენთილი, რაც ჰიდროიზოლაციის შრეა (ლატექსირებული ტიპი);

დ) ორმხრივი საფარით და სინთეტიკური ბოჭკოს კარკასის სახელოებ