1. სახანძრო სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ორგანიზება მოიცავს:
ა) სახანძრო სახელოების პირველად კონტროლს (სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მიღებისას) და შემაერთებელი თავაკების მორგებას;
ბ) სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების პირველად კონტროლსა და გამართულობის შემოწმებას დანაყოფში მიღებისას;
გ) სახანძრო სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების გამოყენებას ხანძრის ჩაქრობისას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას, სწავლების დროს;
დ) სახანძრო სახელოების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებას;
ე) სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების შეკეთებასა და შენახვას;
ვ) სახანძრო სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების აღრიცხვასა და ჩამოწერას.
2. სახანძრო სახელოების, სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობის მოვლა-პატრონობა ხორციელდება უშუალოდ სახანძრო-სამაშველო/სამაშველო დანაყოფებსა ან/და შესაბამის ბაზებზე, სადაც ტარდება მათი შეკეთება და გამოცდა.
3. სახანძრო სახელოებისა და სახანძრო-ტექნიკური, სავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობის სწორ ექსპლუატაციაზე, შენახვასა და დროულ შეკეთებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი.
4. განსხვავებული ტიპის ან მოქმედების პრინციპის მქონე სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების ექსპლუატაცია და გამოცდა, რომლის პირობებიც განსაზღვრული არ არის ამ წესით, ხორციელდება მათი მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად.
5. დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს გათვლაში არსებულ ძირითად და სპეციალური დანიშნულების სახანძრო ავტომობილებზე განთავსებული სახანძრო-ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის შემუშავება დანართი 16-ის შესაბამისად, ასევე, მორიგე ცვლის შეცვლისას - მიღება-ჩაბარებაზე კონტროლი ნუსხის შესაბამისა