1. სამსახურის დანაყოფების მიერ ჩასატარებელი საავარიო-სამაშველო სამუშაოები/სამაშველო სამუშაოები:

ა) სატრანსპორტო ავარიის/კატასტროფის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

ბ) მიწისქვეშა სამთო-სამაშველო სამუშაოები;

გ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

დ) ნავთობის ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

ე) მოსახლეობის, შინაური ცხოველების და მატერიალურ ფასეულობათა საევაკუაციო სამუშაოები;

ვ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ინციდენტის/ავარიის/საგანგებო სიტუაციის დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოები;

ზ) შენობა-ნაგებობების ნგრევის ზონაში სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

თ) წყალზე სამაშველო სამუშაოები;

ი) წყალქვეშ სამაშველო სამუშაოები;

კ) მთაში სამაშველო სამუშაოები;

ლ) სასიმაღლო-სამაშველო სამუშაოები;

მ) საგანგებო სიტუაციების ზონაში სხვა გადაუდებელი სამუშაოები.

2. საგანგებო სიტუაციის ზონაში სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების მიერ პირველ ეტაპზე ტარდება ის საავარიო-სამაშველო და გადაუდებელი სამუშაოები, რომლებიც მიმართულია საშიში ზონიდან დაშავებული ადამიანების ძებნისა და გადარჩენისაკენ, ხოლო შემდგომ ის სავარიო-სამაშველო და გადაუდებელი სამუშაოები, რომლებიც მიმართულია დაზარალებულთა სასიცოცხლო პროცესებისა და სოციალური ყოფის აღდგენის უზრუნველყოფისაკე