1. ხანძრებზე ან/და სხვა საგანგებო სიტუაციებზე მხარდაჭერის უზრუნველყოფა მოიცავს:
ა) ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების დაზვერვას;
ბ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების სქემის შერჩევას;
გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მარაგის შექმნას;
დ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციების ადგილზე ცეცხლმაქრი ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდების, სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების საწვავ-საპოხი და სხვა საექსპლუატაციო მასალების უზრუნველყოფას;
ე) სამსახურის დანაყოფების შემადგენლობის დამცავი ტანსაცმლით, შესაბამისი აღჭურვილობითა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას;
ვ) ხანძრის ჩაქრობის დროს მაგისტრალური სახელოს ხაზების დაცვას;
ზ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სახანძრო, საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების აღდგენის/ჩანაცვლების ორგანიზებას, მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
2. მხარდაჭერის უზრუნველყოფის ამოცანების შესრულებას ხელმძღვანელობს სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობიდან ხელმძღვანელის მიერ დანიშნული მხარდაჭერის უზრუნველყოფის უფროსი. მხარდაჭერის უზრუნველყოფის უფროსის მითითების შესრულება სავალდებულოა მხარდაჭერის უზრუნველყოფის ამოცანების შესრულებაში მონაწილე შემადგენლობისათვის, რეაგირებაში მონაწილე სხვა რეაგირების ძალებისათვის და გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფის სამსახურებისათვის.
3. მხარდაჭერის უზრუნველყოფის უფროსი ანაწილებს ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისულ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილებს გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებზე და უბნებზე.
4. მხარდაჭერის უზრუნველყოფის უფროსი ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის მოზიდული სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელს ან/და საველე ოპერაციების შტაბის უფროს