1. სპეციალური სამუშაოები ტარდება საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის, აგრეთვე, მის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
2. სპეციალური სამუშაოები მოიცავს:
ა) კავშირის ორგანიზებას;
ბ) ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილის განათებას;
გ) კონსტრუქციების გახსნასა და დაშლას;
დ) სიმაღლეზე ასვლას ან/და ჩამოსვლას;
ე) შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულებას.
3. ხანძრის ჩაქრობის დროს კავშირის ორგანიზებას, სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მართვასა და მათი ურთიერთმოქმედების უზრუნველყოფას ახორციელებს ხელმძღვანელი ან მისი დავალებით სამსახურის დანაყოფის სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
4. კავშირის ორგანიზება მოიცავს კავშირის სათანადო სქემების განსაზღვრას, კავშირის საშუალებების მომზადებასა და შემადგენლობის წინაშე შესაბამისი ამოცანების დასახვასა და რადიოგაცვლის წესების დაცვას.
5. ხანძრის ჩაქრობის ადგილის განათება ხორციელდება არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სამსახურის დანაყოფის ან/და ობიექტის სანათი საშუალებების გამოყენებით.
6. კონსტრუქციების გახსნა და დაშლა ხორციელდება ადამიანებისა და ქონების გადარჩენის, ცეცხლმოდებულ და მომიჯნავე სათავსებში შეღწევის, ხანძრის გავრცელების შეზღუდვის, წვის ზონაში ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებისა და სხვა სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. კონსტრუქციების გახსნა და დაშლა წვის ფარულ კერებთან მისვლის უზრუნველყოფისათვის ხორციელდება კონსტრუქციების გახსნის ადგილთან ცეცხლმაქრი ნივთიერებებისა და ხანძრის ჩაქრობის საშუალებების თავმოყრის შემდეგ.
7. სიმაღლეზე ასვლა ან/და ჩამოსვლა ხორციელდება ადამიანების, ქონების გადარჩენისა და დაცვის, საჭირო სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების, სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების თავმოყრის, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდებისა და სხვა სამუშაოების ჩატარების მიზნით. სიმაღლეზე ასასვლელად ან/და ჩამოსასვლელად გამოიყენება ამ წესის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტში ჩამოთვლილი საშუალებები.
8. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულებს სამსახურის დანაყოფის შემადგენლობამ უნდა აღმოუჩინოს პირველადი დახმარება.
9. ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დასაშვებია მოწყობილობების, მექანიზმების, ტექნოლოგიური აპარატების, ვენტილაციის ან აერაციის დანადგარების, ელექტროდანადგარების, გათბობის, გაზმომარაგების, კანალიზაციის, შიდა საობიექტო ტრანსპორტის სისტემებისა და მაღალი საშიშროების მქონე სხვა წყაროების გათიშვა, ჩართვა/ბლოკირება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მათი დაშლა-დანგრევა.
10. სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობისა და მოწყობილობების აღდგენა ითვალისწინებს ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური, საავარიო-სამაშველო მოწყობილობებისა და აღჭურვილობის, კავშირისა და მართვის საშუალებების, აგრეთვე ობიექტის მოწყობილობებისა და კომუნიკაციების სარემონტო და ტექნიკური მომსახურების გადაუდებელი სამუშაოების შესრულებას. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებენ სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებების მხარდაჭერის უზრუნველმყოფი სამსახურის დანაყოფები.
11. ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ადგილზე ელექტროდანადგარებისა და ელექტროქსელების გათიშვა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტროდანადგარები და ელექტროქსელები:
ა) სახიფათოა სამსახურის დანაყოფების და სხვა რეაგირების ძალებისა და საშუალებებისათვის;
ბ) ქმნიან ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის საშიშროებას;
გ) აფერხებენ ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.
12. 0,38 კვ-ზე მეტი ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარებისა და ელექტროქსელების გათიშვა ხორციელდება შესაბამისი დასახლების, ორგანიზაციის (ობიექტი), ენერგოსამსახურის, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლების მიერ, ელექტრომოწყობილობის გათიშვის, აგრეთვე სახანძრო ლულებისა და სახანძრო ავტომობილის ტუმბოს დამიწების მოწყობისა და დამიწების წინაღობის შემოწმების შემდეგ.
13. 0,38 კვ-ის ჩათვლით ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსადენები და სხვა ელექტროდანადგარები შეიძლება დენიდან გაითიშოს სამსახურის დანაყოფის შემადგენლობის მიერ, ხელმძღვანელის მითითები