1. დაზვერვის ორგანიზებას ახორციელებს ხელმძღვანელი, რომელიც ხანძრის ან/და სხვა საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე განსაზღვრავს/ადგენს:

ა) დაზვერვის ჩატარების მიმართულებებსა და დაზვერვის ამოცანებს;

ბ) სადაზვერვო ჯგუფების რაოდენობას და შემადგენლობას, კავშირის საშუალებებს და მათი გამოყენების წესს;

გ) დაზვერვისათვის საჭირო სახანძრო-ტექნიკურ და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობას და მოწყობილობებს;

დ) დაზვერვის უსაფრთხოდ ჩატარების ზომებს;

ე) დაზვერვის დროს მოპოვებული ინფორმაციის გადაცემის წესს.

2. დაზვერვას, საგანგებო სიტუაციის ზონაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უშუალოდ ატარებს ხელმძღვანელი ან მის მიერ შექმნილი სადაზვერვო ჯგუფი, ან მისი დავალებით, შესაბამის სამუშაო უბანზე სხვა უფლებამოსილი პირები.

3. პირი, რომელიც ატარებს დაზვერვას ვალდებულია:

ა) იქონიოს შესაბამისი აღჭურვილობა და საშუალებები საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე;

ბ) ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში ჩაატაროს სამუშაოები მათ გადასარჩენად;

გ) დაზვერვასთან ერთად, შეძლებისდაგვარად მიიღოს საჭირო ზომები ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების და ქონების დაცვის მიზნით ყველა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენები