1. კონვენციის მონაწილეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ FIU-ებმა, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე კონვენციაში, ითანამშრომლონ ფულის გათეთრებასთან ბრძოლის მიზნით, შეკრიბოს და გაანალიზოს ან საჭიროების შემთხვევაში, FIU-ს ფარგლებში მათი ეროვნული უფლებამოსილების შესაბამისად გამოიძიოს სათანადო ინფორმაცია ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მიუთითებდეს ფულის გათეთრებაზე.
2. 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის, კონვენციის თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ FIU-ები გაცვლიან, უშუალოდ ან მოთხოვნის საფუძველზე და წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ან არსებული ან სამომავლო წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისაობაში მყოფი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც შესაძლებელია შესაფერისი იყოს ინფორმაციის დამუშავებისათვის ან ანალიზისათვის ან, თუ შესაბამისაია, FIU-ს მიერ გამოძიებისათვის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით და რომელშიც ჩაბმულია ფიზიკური ან იურიდიული პირი,3. კონვენციის თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის მიხედვით FIU-ის ფუნქციების განხორციელება არ უნდა იქნეს შეზღუდული მათი შიდა სტატუსით, მიუხედავად იმისა, ისინი არიან ადმინისტრაციული, სამართალდაცავი, თუ სასამართლო ორგანოები.
4. ამ მუხლის მიხედვით გაკეთებული თითოეული მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ფაქტების მოკლე განცხადება, რომელიც ცნობილია მოთხოვნის წარმდგენი FIU-სათვის. ამ FIU-მა მოთხოვნაში უნდა მიუთითოს, თუ როგორ იქნება გამოთხოვილი ინფორმაცია გამოყენებული.
5. თუ მოთხოვნა გაკეთებულია ამ მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მიმღებმა FIU-მა უნდა მიაწოდოს ყველა სათანადო ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ფინანსური ინფორმაციის ჩათვლით და სამართალიძულების მონაცემები, რომელიც მოითხოვება მოთხოვნაში, მოთხოვნის ოფიციალური წერილის გარეშე კონვენციის მონაწილეებს შორის გამოყენებადი კონვენციების ან შეთანხმებების მიხედვით.
6. ნებისმიერ FIU-ს შეუძლია უარი განაცხადოს ინფორმაციის გაცემაზე, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოთხოვნის მიმღები კონვენციის მონაწილის ტერიტორიაზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას, გამონაკლის გარემოებებში, როდესაც ინფორმაციის გაცემა აშკარად არაპროპორციული იქნება ფიზიკური ან იურიდიული ან დაინტერესებული მონაწილის კანონიერ ინტერესებთან ან სხვაგვარად შეუსაბამობაში იქნება მოთხოვნის მიმღები მონაწილის შიდა სამართლის ძირითად პრინციპებთან. ნებისმიერი ასეთი უარი სათანადოდ უნდა განემარტოს ინფორმაციის მომთხოვნ FIU-ს.
7. ამ მუხლის შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია ან დოკუმენტები გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ 1-ლ პუნქტში მითითებული მიზნებისათვის. პარტნიორი FIU-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა იქნეს გადაცემული მესამე მხარისათვის, ასევე არ უნდა იქნეს გამოყენებული მისი მიმღები FIU-ს მიერ სხვა მიზნით გარდა ანალიზისა, მომწოდებული FIU-ს წინასწარი თანხმობის გარეშე.
8. ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის ან დოკუმენტების გადაცემისას გადაცმემ FIU-ს შეუძლია დააწესოს შეზღუდვები და პირობები ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით, იმ მიზეზების გარდა, რომლებიც დადგენილია მე-7 პუნქტში. მიმღები FIU ვალდებულია დაიცვას ასეთი შეზღუდვები და პირობები.
9. თუ კონვენციის მონაწილეს სურს გამოიყენოს გადაცემული ინფორმაცია ან დოკუმენტები მე-7 პუნქტში დადგენილი სისხლის სამართლის გამოძიების ან სამართალწარმოების მიზნებისათვის, გადამცემ FIU-ს არ შეუძლია უარი განაცხადოს მის თანხმობაზე ამგვარ გამოყენებაზე, თუ იგი ამას არ აკეთებს მისი შიდა სამართლის მიხედვით შეზღუდვების საფუძველზე ან მე-6 პუნქტში მითითებული პირობების საფუძველზე. თანხმობის მიცემაზე ნებისმიერი უარი სათანადოდ უნდა იქნეს განმარტებული.
10. FIU-ებმა უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომები, უსაფრთხოების ზომების ჩათვლით, იმის უზრუნველყოფის მიზნით, რომ ამ მუხლის მიხედვით მიღებული ინფორმაცია არ არის მისაწვდომი სხვა ორგანოებისათვის, უწყებებისათვის ან დეპარტამენტებისათვის.
11. მიღებული ინფორმაცია დაცული უნდა იქნეს ევროპის საბჭო 1981 წლის 28 იანვრის კონვენციით პირადი ინფორმაციის ავტომატური დამუშავებისაგან პირების დაცვის შესახებ (ETS No. 108) და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 15 სექტემბრის No R(87)15 პოლიციის სექტორში პირადი მონაცემების გამოყენების რეგულირების შესახებ რეკომენდციის გათვალსწინებით, უკიდურეს შემთხვევაში კონფიდენციალურობის და პირადი მონაცემების დაცვის ანალოგიური ნორმებით და იმ ნორმებით, რომლებიც გამოიყენება ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, რაც გამოყენებადია მოთხოვნის წარმდგენი FIU-ს მიმართ.
12. გადამცემი FIU-ს შეუძლია გააკეთოს გონივრული შემოწმება მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით და მიმღებმა FIU-მა, როდესც ეს პრაქტიკულია უნდა უზრუნველყოს უკუკავშირი.
13. კონვენციის მონაწილეებმა უნდა მიუთითონ ორგანო რომელიც წარმოადგენს FIU-ს ამ მუხლის მნიშვნელობი