1. კონვენციის მონაწილეთა კონფერენცია პასუხისმგებელია კონვენციის შემდგომ იმპლემენტაციაზე. კონვენციის მონაწილეთა კონფერენციამ:
a) მონიტორინგი უნდა გაუწიოს მონაწილეების მიერ კონვენციის სათანადო იმპლემენტაციას;
b) რომელიმე მონაწილის მოთხოვის საფუძველზე, უნდა გამოთქვას მოსაზრება წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხის შესახებ.
2. კონვენციის მონაწილეთა კონფერენციამ 1.(a) პუნქტის მიხედვით ფუნქციები უნდა განახორციელოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შემფასებელი ექსპერტების კომიტეტის (Moneyval) ნებისმიერი ხელმისაწვდომი საჯარო ანგარიშების გამოყენებით (Moneyval-ის ქვეყნებისათვის) და FATF-ის ნებისმიერ ხელმისაწვდომი საჯარო ანგარიშების გამოყენებით (FATF-ის ქვეყნებისათვის), რომლებიც შევსებულია პერიოდული თვით შეფასების კითხვარების გამოყენებით, ვითარებიდან გამომდინარე. მონიტორინგის პროცედრურა შეეხება წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ სფეროებს, მხოლოდ იმ სფეროებთან დაკავშირებით რომლებიც არ არიან დარეგულირებულნი სხვა შესაფერისი საერთაშორისო სტანდარტებით, რომელთან დაკავშირებითაც ორმხრივი შეფასება ხორციელდება FATF-ის და Moneyval -ის მიერ.
3. იმ შემთხვევაში, თუ კონვენციის მონაწილეთა კონფერენცია დასკვნის, რომ მისი ფუნქციების განხორციელებისას იგი საჭიროებს დამატებით ინფორმაციას, მან უნდა ითანამშრომლოს დაინტრესებულ კონვენციის მონაწილესთან, თუ ამაზე არის კონვენციის მონაწილეთა კონფერენციის მოთხოვნა, უპიატესობა მიანიჭოს M Moneyval-ის პროცედურას და მექანიზმს. დაინტერესებულმა მონაწილემ შემდგომში უნდა მოახსენოს კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას. კონვენციის მონაწილეთა კონფერენციამ ამ საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს განახორციელოს თუ არა დაინტერესებული მონაწილის მდგომარეობის უფრო ძირეული შეფასება. ეს შეიძლება, მაგრამ არ არის აუცილებელი, მოიცავდეს შემფასებელი ჯგუფის მიერ ქვეყნაში ვიზიტებს.აც
4. წინამდებარე კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით მონაწილეებს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, ეს მონაწილეები უნდა შეეცადონ დავა გადაწყვიტონ მოლაპარაკებების ან რომელიმე სხვა მშვიდობიანი გზით, თავიანთი შეხედულებისამებრ, რაც მოიცავს საქმის გადაცემას კონვენციის მონაწილეთა კონფერენციისათვის, საარბიტრაჟო სასამართლოსთვის, რომლის გადაწყვეტილებებიც მოდავე მონაწილეებისათვის სავალდებულოა ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსთვის, როგორც ეს შეთანხმებულია დაინტერესებულ მონაწილეებს შორის.
5. კონვენციის მონაწილეთა კონფერენცია იღებს საკუთარ პროცედურულ წესებს.
6. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი იწვევს კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას არა უგვიანეს ერთი წლისა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ. ამის შედგედ კი, კონვენციის მონაწილეთა კონფერენციის რეგულარული შეხვედრები გაიმართება მის მიერ მიღებული პროცედურული წესების შესაბამისად.
დასკვნითი დებულებე