1. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, შეუძლია გააკეთოს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 35-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტიებით და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე განცხადება.

2. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, ასევე შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივის სახელზე გაკეთებული განცხადების მეშვეობით დაიტოვოს უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ არ გამოიყნოს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტის; მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 47-ე მუხლის დებულებები.

3. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, შეუძლია განაცხადოს თუ, როგორ აპირებს იგი წინამდებარე კონვენციის მე-17 და მე-19 მუხლების გამოყენებას, კერძოდ, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის დარგში გამოყენებადი საერთაშორისო შეთანხმებების მხედველობაში მიღებით. მან ამ ინფორმაციაში ცვლილებების შესახებ უნდა აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

4. ნებისმიერ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, შეუძლია განაცხადოს: რომ

a)  იგი არ გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს; ან

b)   იგი გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს მხოლოდ ნაწილობრივ; ან

c)  როგორ აპირებს წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენებას;

მან ამ ინფორმაციაში ცვლილებების შესახებ უნდა აცნობოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

5. დაუშვებელია სხვა დათქმების გაკეთება;

6. ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ მოხსნას ამ მუხლის მიხედვით გაკეთებული დათქმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადების საშუალებით, რომელიც ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.

7. იმ მონაწილეს, რომელმაც გააკეთა დათქმა წინამდებარე კონვენციის დებულებებთან დაკავშირებით, არ შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერ სხვა მონაწილეს ამ დებულებების პუნქტის გამოყენება; თუმცა, თუ ეს დათქმა არის ნაწილობრივი ან პირობითი, მას შეუძლია მოითხოვოს ამ მუხლის გამოყენება იმ ნაწილში, რომელზეც თავად განაცხადა თანხმობა