1. ევროპის საბჭოს ნებისმიერ სახელმწიფოს და ევროპის გაერთიანებას შეუძლია, კონვენციის ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის გენერალური მდივნისათვის გადაცემის დროს, გააკეთოს დათქმა კონვენციის შესაბამისი კონკრეტული დებულების მიმართ, თუ ამ დროისათვის მის ტერიტორიაზე მოქმედი რომელიმე კანონი არ შეესაბამება ამ დებულებას. ამ მუხლის შესაბამისად დაუშვებელია ზოგადი ხასიათის დათქმების გაკეთება.

2. ამ მუხლის შესაბამისად გაკეთებულ დათქმას თან უნდა ახლდეს მოკლე განცხადება შესაბამისი კანონის შესახებ.

3. ნებისმიერ მხარეს, რომელიც განავრცობს კონვენციის მოქმედებას 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაკეთებულ განცხადებაში განსაზღვრულ ტერიტორიაზე, შეუძლია გააკეთოს დათქმა ამ ტერიტოტიის მიმართ, წინა პარაგრაფების დებულებების შესაბამისად.

4. ნებისმიერ მხარეს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის შესაბამისად, შეუძლია გამოითხოვოს იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული განცხადების გზით. უკან გამოთხოვა ძალაში შევა მომდევნო თვის პირველ დღეს, გენერალური მდივნის მიერ განცხადების მიღებიდან ერთი თვის გასვლის შემდე