1. კონვენციას შეიძლება ხელი მოაწერონ ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა, სახელმწიფოებმა, რომელბმაც მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტის შემუშავებაში და არ არიან ევროპის საბჭოს წევრები, და ევროპის გაერთიანებამ.
2. კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელები შესანახად უნდა გადაეცეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
3. კონვენცია ძალაში შევა იმ მომდევნო თვის პირველი დღიდან, როცა გავა სამთვიანი ვადა მას შემდეგ, რაც ხუთი ხელმომწერი მხარე, მათ შორის, ევროსაბჭოს არანაკლებ ოთხი წევრისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განაცხადებს თანხმობას შეუერთდეს კონვენციას.
4. ნებისმიერი ხელის მომწერი მხარის მიმართ, რომელმაც შემდგომში განაცხადა თანხმობა შეუერთდნენ კონვენციას, ის ძალაში შევა მომდევნო თვის პირველი დღიდან, რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებიდან სამთვიანი ვადის გასვლის შემდე