1. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის, არა-წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ მის შემუშავებაში და ევროპის კავშირისთვის.

2. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

3. ეს კონვენცია ძალაში შედის მის სავალდებულოდ აღიარებაზე კონვენციის 10 ხელმომწერი მხარის მიერ, მინიმუმ 8 ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ჩათვლით, მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად თანხმობის გამოხატვის თარიღიდან სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

4. პირველ პუნქტში აღნიშნული იმ ნებისმიერი სახელმწიფოს ან ევროპის კავშირის მიმართ, რომელიც შემდგომში გამოხატავს ამ კონვენციის სავალდებულოდ აღიარებაზე თავის თანხმობას, კონვენცია ძალაში შედის მის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირების თარიღიდან სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღე