1. 78-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული დათქმები მოქმედებს ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის განმავლობაში შესაბამის მხარესთან მიმართებაში. ამასთან, ასეთი დათქმები შეიძლება განახლდეს იმავე ხანგრძლივობის პერიოდებით.

2. დათქმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 18 თვით ადრე, ევროპის საბჭოს გენერალური სამდივნო შესაბამის მხარეს ატყობინებს ამ ვადის ამოწურვის შესახებ. ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს სამი თვისა, მხარე ატყობინებს გენერალურ მდივანს, რომ იგი ძალაში ტოვებს თავის დათქმას, ცვლილება შეაქვს მასში ან აუქმებს მას. შესაბამისი მხარისაგან ასეთი შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში გენერალური სამდივნო ატყობინებს ამ მხარეს, რომ მისი დათქმა ექვსი თვის ვადით ავტომატურად გაგრძელებულად ითვლება. თუ შესაბამისი მხარე ვერ შეატყობინებს თავისი სურვილის შესახებ, ძალაში დატოვოს ან ცვლილება შეიტანოს დათქმაში ამ ვადის გასვლამდე, დათქმა წყვეტს თავის მოქმედებას.

3. თუ მხარე აკეთებს დათქმას 78-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, იგი „გრევიოს“ უგზავნის, დათქმის განახლებამდე ან მოთხოვნით, ახსნა-განმარტებას დათქმის ძალაში დატოვების დასაბუთების თაობაზ