1. თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დათქმის მოხსნა შეიძლება ნებისმიერ დროს და მისი მოხსნისათვის არ არის აუცილებელი იმ სახელწიფოს თანხმობა, რომელიც დათქმას დაეთანხმა.

2. თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დათქმაზე საწინააღმდეგო პოზოციის მოხსნა შეიძლება ნებისმიერ დროს.

3. თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ან სხვაგვარად არაა შეთანხმებული:

a) სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ დათქმის მოხსნა ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი მიიღებს შეტყობინებას აღნიშნულის თაობაზე;

b) დათქმაზე საწინააღმდეგო პოზიციის მოხსნა ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც დათქმის გამკეთებელი სახელმწიფო მიიღებს შეტყობინებას ამის შესახე