1. 19-23 მუხლებისათვის ზიანის მიუყენებლად, ხელშეკრულების ნაწილზე სახელმწიფოს თანხმობას ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს დაიშვება თვით ხელშეკრულებით, ან თუკი ხელშემკვრელი სახელმწიფოები ამგვარად შეთანხმდნენ.
2. სახელმწიფოს თანხმობას მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, რომელიც უშვებს ხელშეკრულების სხვადასხვა დებულებათა შორის არჩევანის უფლებას, ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში ნათლადაა მითითებული ამ დებულებათაგან რომელს შეეხება თანხმობ