ხელმოწერით გამოხატული თანხმობა

1. სახელმწიფოს თანხმობა მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე გამოიხატება სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ მისი ხელმოწერით, როდესაც:

a) ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ ხელმოწერას უნდა ჰქონდეს ასეთი ძალა;

b) სხვაგვარად დადგენილია, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ხელმოწერას ექნება ასეთი ძალა; ან

c) სახელმწიფოს განზრახვა, ხელმოწერას მიენიჭოს ასეთი ძალა, გამომდინარეობს მისი წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან ან გამოხატული იყო მოლაპარაკების წარმოებისას.

2. პირველი პუნქტის მიზნებისთვის:

a) ტექსტის პარაფირება ნიშნავს ხელშეკრულების ხელმოწერას, როდესაც დადგენილია, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოები ამგვარად შეთანხმდნენ;

b) სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერა ad referendum (შედგომში შეთანხმებამდე), თუკი ეს მოქმედება ამ სახელმწიფოს მიერ დადასტურდება, ნიშნავს ხელშეკრულების საბოლოოდ ხელმოწერა