1. ხელშეკრულების ტექსტი მიიღება მის შედგენაში მონაწილე ყველა სახელმწიფოს თანხმობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საერთაშორისო კონფერენციაზე ხელშეკრულების ტექსტი მიიღება იმ სახელმწიფოთა ორი-მესამედის მიერ ხმის მიცემით, რომლებიც ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ კენჭისყრაში, თუკი ხმათა ასეთივე უმრავლესობით მათ არ გადაწყვიტეს სხვაგვარი წესის გამოყენებ