იმ ფაქტის გამო, რომ წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება იმ საერთაშორისო შეთანხმებების მიმართ, რომლებიც დადებულია სახელმწიფოთა და საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტებს შორის, ან საერთაშორისო სამართლის ამ სხვა სუბიექტებს შორის, ან არაწერილობითი სახის საერთაშორისო შეთანხმების მიმართ, იგი არ ეხება:
a) ასეთ შეთანხმებათა იურდიულ ძალას;
b) მათ მიმართ ნებისმიერი ნორმის გამოყენებას, რომლებიც ამ კონვენციაშია გადმოცემული და რომელთა მოქმედებასაც ისინი დაექვემდებარებოდნენ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, წინამდებარე კონვენციისაგან დამოუკიდებლად;
c) წინამდებარე კონვენციის გამოყენებას სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებისას საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, რომელთა მხარეებს ასევე წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტებ