1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
a) „ხელშეკრულება" ნიშნავს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც დადებულია სახელმწიფოთა შორის წერილობითი ფორმით და დარეგულირებულია საერთაშორისო სამართლით, მიუხედავად იმისა, იგი ჩამოყალიბებულია ერთი დოკუმენტის, თუ ორი ან რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტის სახით და, ასევე, მისი კონკრეტული დანიშნულების მიუხედავად;
b) „რატიფიკაცია", „მიღება", „დამტკიცება", და „მიერთება" ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ნიშნავს საერთაშორისო აქტს, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო საერთაშორისოდ აცხადებს თანხმობას მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების თაობაზე;
c) „უფლებამოსილება" ნიშნავს დოკუმენტს, რომელსაც გამოსცემს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო და რომლის საფუძველზეც ერთი ან რამდენიმე პირი ინიშნება, რათა წარმოადგინოს სახელმწიფო მოლაპარაკებათა საწარმოებლად, ხელშეკრულების ტექსტის მისაღებად ან მისი აუთენტურობის დასადგენად, სახელმწიფოს თანხმობის გამოსახატავად მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარების თაობაზე, ან ნებისმიერი სხვა მოქმედების შესასრულებლად, რაც ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული;
d) „დათქმა" ნიშნავს ცალმხრივ განცხადებას, გაკეთებულს ნებისმიერი ფორმულირებით ან სათაურით, სახელმწიფოს მიერ ხელშეკრულების ხელმოწერისას, რატიფიკაციისას, მიღებისას, დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას, რომლის საშუალებითაც იგი ადასტურებს თავის სურვილს, გამორიცხოს ან შეცვალოს ხელშეკრულების განსაზღვრული დებულებების სამართლებრივი მოქმედება ამ სახელმწიფოსთან მიმართებით მათი გამოყენებისას;
e) „მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფო" ნიშნავს სახელმწოფოს, რომელიც მონაწილეობდა ხელშეკრულების ტექსტის შედგენასა და მიღებაში;
f) „ხელშემკვრელი სახელმწიფო" ნიშნავს სახელმწიფოს, რომელმაც თანხმობა განაცხადა მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, მიუხედავად იმისა შევიდა თუ არა ხელშეკრულება ძალაში;
g) „მხარე" ნიშნავს სახელმწიფოს, რომელმაც თანხმობა განაცხადა მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე და რომლისთვისაც ხელშეკრულება ძალაშია;
h) „მესამე სახელმწიფო" ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს;
i) „საერთაშორისო ორგანიზაცია" ნიშნავს მთავრობათაშორის ორგანიზაციას.
2. პირველი პუნქტის დებულებები, რომლებიც ეხება წინამდებარე კონვენციაში ტერმინების გამოყენებას, არ ზღუდავს ამ ტერმინთა გამოყენებას ან იმ მნიშვნელობებს, რაც მათ შეიძლება მიეცეთ ნებისმიერი სახელმწიფოს შიდა სამართლი