1. პირი ითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად იმ მიზნისათვის, რათა მიიღოს მონაწილეობა ხელშეკრულების ტექსტის მიღებაში ან მისი აუთენტურობის დადგენაში, ან გამოხატოს სახელმწიფოს თანხმობა მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, თუკი:

a) იგი წარმოადგენს შესაბამის უფლებამოსილებას; ან

b) შესაბამის სახელმწიფოთა პრაქტიკა, ან სხვა გარემოებები ცხადყოფენ მათ განზრახვას განეხილათ ეს პირი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი აღნიშნული მიზნებისათვის და ათავისუფლებენ მას უფლებამოსილების წარდგენის მოვალეობისაგან.

2. შემდეგი პირები, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, არ არიან რა ვალდებულნი წარადგინონ უფლებამოსილება, ითვლებიან თავიანთი სახელმწიფოს წარმომადგენლებად:

a) სახელმწიფოთა მეთაურები, მთავრობათა მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები - ნებისმიერი მოქმედების შესასრულებლად, რაც ხელშეკრულების დადებასთანაა დაკავშირებული;

b) დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მეთაურები - ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით მააკრედიტებელ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელშიც ისინი არიან აკრედიტებულნი;

c) სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო კონფერენციაზე, ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, ან მის ერთ-ერთ ორგანოში აკრედიტებული წარმომადგენლები, ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით ამ კონფერენციაზე, ორგანიზაციაში ან ორგანოშ